ესთეტიკური მედიცინა თითოეული ადამიანისთვის უკვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ჩვენი ჟურნალიც მკითხველს მუდმივად აცნობს ამ სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ. თითოეული ჩვენგანისთვის მაღალი ხარისხი და მომსახურება უპირველესია, სწორედ ამიტომ OK! LA CLINIQUE-ს ეწვია, რომელიც ერთ-ერთი ინოვატორია და საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის მომსახურებებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს, რაზეც უფრო ვრცლად LA CLINIQUE-ის დამფუძნებელი, ელენე კერძაია გვიამბობს.
რამდენი ხანია, რაც La Clinique ბაზარზე გამოჩნდა და რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
სილამაზის ცენტრი La Clinique უკვე 3 წლისაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ცენტრი ერთგული და მუდმივად მზარდი მომხმარებლების შეფასებით ინარჩუნებს პროფესიონალიზმს.
ჩვენს ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მაღალტექნოლოგიური ლაზერული ეპილაციის აპარატის სერვისით, სხეულის გამაჯანსაღებელი − ანტიცელულიტური და სარელაქსაციო მრავალფეროვანი მასაჟით, სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურებით და ასევე ვიზაჟისტის მომსახურებით. ფაქტობრივად, ერთ სივრცეში ერთიანდება ქალბატონებისთვის თითქმის ყველა საჭირო პროცედურა.
რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დაფუძნება?
ეპილაციის პროცედურების ჩატარების დროს ვაწყდებოდი სხვადასხვა პრობლემას. არსებობდა სტანდარტი, რომ თუ მაღალი ხარისხის ეპილაციის გაკეთება გსურდა, აუცილებლად დიდი თანხა უნდა გადაგეხადა ამაში. La Clinique-მა ეს სტანდარტი დაარღვია და საზოგადოებას ერთდროულად მაღალხარისხიან და ხელმისაწვდომი ფასის მქონე მომსახურებას სთავაზობს.
რა მიგაჩნიათ La Clinique-ის უპირატესობად?
ცენტრის ერთ-ერთ უპირატესობას მისი მოქნილი სამუშაო განრიგი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე მომხმარებლის ძვირფასი დრო, ერთდროულად იყოს სასიამოვნო, კომფორტული და ხელმისაწვდომი 09:00 საათიდან 00:00 საათამდე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიო პანდემიის ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და რეგულაციების სწორად გატარება. ჩვენი გუნდი იაზრებს საფრთხეს, რომელიც იქმნება ხალხმრავალ და დახურულ ადგილებში, აქედან გამომდინარე, La Clinique მაქსიმალურად იცავს და ზრუნავს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე, დღის განმავლობაში მთლიანი სამუშაო სივრცე და მეტალის ზედაპირები ანტისეპტიკური ხსნარით იწმინდება. ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის უმნიშვნელოვანესია ცენტრში მოსული მომხმარებლების უსაფრთხოება და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
გვესაუბრეთ ხარისხზე და პროცედურების შედეგებზე?
La Clinique-ის გუნდისთვის ხარისხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენს ცენტრში ლაზერული ეპილაცია ტარდება მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო, უახლეს და ინოვაციურ აპარატ SOPRANO ICE PLATINIUM-ით, რომელიც შეიცავს 3 სხივს, ესენია: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. SOPRANO ICE PLATINIUM 3-ჯერ ეფექტური და სწრაფია, ვიდრე სხვა აპარატები, ასევე სრულიად უმტკივნეულო და რაც მთავარია − უსაფრთხო. ჭარბთმიანობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს არცერთი სქესის წარმომადგენლისთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევა La Clinique-მა დაამარცხა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეპილაციის პროცედურაზე ხელმისაწვდომი ფასები. ჩვენთვის უზომოდ სასიხარულოა, როდესაც კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება და შედეგის დადგომისგან მიღებულ ემოციებს ერთად ვიზიარებთ.
გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც La Clinique-ის უკან დგას.
La Clinique-ის მომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნაში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმებს მიუძღვით წვლილი. ლაზეროთერაპევტები თითოეულ მომხმარებელს, სრული პასუხისმგებლობით, მათი მდგომარეობის მიხედვით უდგენენ სამკურნალო ინდივიდუალურ კურსს. პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ივსება ჩვენ მიერ შედგენილ ანკეტებში, სადაც ასევე ფიქსირდება თითოეულ პროცედურაზე გახარჯული იმპულსი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ეფექტიანობას და გამორიცხავს მკურნალობის შემდგომი შედეგის არქონას.
ჩვენი ექიმები, მიუხედავად პროფესიონალიზმისა, მომხმარებლის მოლოდინის გამართლებისთვის, მუდმივად სიახლის ძებნისა და განვითარების პროცესში არიან. სწორედ მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობა გვაძლევს დადებით შეფასებას, რაც ძალიან გვახარებს.
რა სიახლეებით დაუბრუნდით საზოგადოებას პანდემიის გადავლის შემდეგ?
როგორც უკვე აღვნიშნე, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველსაყოფად, ჩვენთან უსაფრთხოების გაძლიერებული წესები ამოქმედდა, რაც გულისხმობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ლაზერულ ეპილაციასთან ერთად, მომხმარებელს ვთავაზობთ ფრანგულ ბრენდ Biologique Recherche-ის პრემიუმკლასის ტანის მოვლის, მასაჟის სხვადასხვა პროცედურას. Biologique Recherche პროფესიული ბრენდია, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს საშუალება ჩვენს სილამაზის ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია.
სამომავლო გეგმები...
სასიხარულო სიახლეებისა და ხშირად დიდი ფასდაკლებების დაგეგმვა ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში იგეგმება სიურპრიზები, რომლებიც ემსახურება სილამაზეს, ჯანმრთელობასა და სრულყოფილებას.
La Clinique მუდმივად ზრუნავს თითოეული ადამიანის თავდაჯერებულობის ამაღლებაზე. ჩვენი სილამაზის ცენტრი მზად არის, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს გაუწიოს სილამაზის დარგში პროფესიული მომსახურება.