“სამსახური, ძილი, კოქტეილები და მზეზე ყოფნა მინიმალური დოზით“ - სწორედ ამას ასახელებს დიზაინერი იდეალურ ფორმაში ყოფნის საიდუმლოდ.
ვერა, რომელსაც მალე 71 წელი შეუსრულდება, მკაცრ დიეტებს არ იცავს. საუზმეზე ის მიირთმევს ომლეტს ტოსტით და ბეკონის ნაჭრით, ვანილის პუდინგს. სადილად - ქათმის სუპს დიდი რაოდენობით ბისტნეულით. ვახშმის დროს კი უპირატესობას ანიჭებს კერძებს ჩინური სამზარეულოდან.
ვარსკვლავი გვარწმუნებს, რომ სპორტის დიდი გულშემატკივარი არაა, თუმცა ვარჯიშობს და ველოსიპედით ხშირად სეირნობს.