2020 წლის პანდემიიდან გამომდინარე, უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა გადაწვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა ადამიანებისთვის საჭირო ინვენტარის დამზადებაში. ზოგიერთმა მათგანმა კი, იმაზეც იზრუნა, რომ რთული დღეები მოდური ადამიანებისთვის დახვეწილი პროდუქტით გაელამაზებინა, საზოგადოება თვლის რომ მათ შორის არის კორტნი კარდაშიანიც, თუმცა საქმე სრულიად სხვაგვარად აღმჩნდა.
41 წლის ვარსკვლავმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სახის „დამცავით“ ფიგურირებს. განათება კი, რომელმაც უამრავი გამომწერი მონუსხა, უბრალოდ დიზაინად ჩაითვალა.
თუმცაღა სინამდვილეში კორტნი უბრალოდ საკუთარ ვებგვერდზე POSH-ზე ახალი სილამაზის პროდუქტის პიარით იყო დაკავებული, ე.წ ლედ განათების ნიღაბი კი კანის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება. „რამდენიმე წელია კანის გასაჯანსაღებლად ლედ-განათებას მივმართვავ, ეს ნიღაბი რომელიც პროცესს უფრო მარტივს ხდის სულ რაღაც 190$ -ად შეგიძლიათ შეიძინოთ,“ -დაწერა მან.