ჩვენი რუბრიკის სტუმარი ანანო ძამუკაშვილი უკვე მეორედ მოხვდა OK!-ის ობიექტივში. იგი ჯერ 22 წლისაა და საკუთარი შრომით, მონდომებით უკვე ხელმძღვანელობს დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბიზნესს − „ანოას კრემს“. როგორც თავად აღნიშნა, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და მომავალში უფრო ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მისი მომხმარებლები მისგან. როგორია ანანოს ყოველდღიურობა, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და როგორი წარმოუდგენია თავი წლების შემდეგ − ამის შესახებ ანანო თავად გვიამბობს.
რა ეტაპზეა დღეს „ანოას კრემი“?
თავდაპირველად, 3 წლის წინ ბიზნესი რომ დავიწყე, ჯერ კიდევ იშვიათად ჰქონდა ვინმეს შინ დამზადებული კრემები და არც ასეთი პოპულარობით სარგებლობდა იქამდე, სანამ მე არ წამოვიწყე ამ საქმის აქტიურად წარმოება. დაახლოებით ერთი წელია, რაც კონკურენტები გამოუჩნდნენ „ანოას კრემს“, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემმა გაყიდვის მაჩვენებლებმა არ იკლო, პირიქით − ყოველდღიურად უფრო მეტად იზრდება. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უყიდია ჩემი კრემი, სხვაგან აღარ მიდის − მაშინვე ერთგული მომხმარებლები ხდებიან.
როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამხელა გამოხმაურება და გქონდათ თუ არა ამის მოლოდინი?
არ ველოდი ნამდვილად, სრულიად მოულოდნელი იყო. პირველად Facebook-ზე დავწერე, რომ ვისაც გამონაყარის პრობლემა აწუხებდა, მოემართა ჩემთვის და რამდენიმე წუთში სრული ბუმი ატყდა. იმავე დღეს უამრავი კრემი გავყიდე.
ვფიქრობ, გამონაყარი ძალიან მტკივნეული საკითხია თითოეული ქალბატონისთვის და მუდმივად ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ. ჩემი კრემის მიმართ ნდობა, შინ, ნატურალური პროდუქტებით დამზადებამ გამოიწვია. გარდა ამისა, Facebook-ზე უკვე ბევრი გამომწერი მყავდა, რომლებიც მენდობოდნენ და ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რის გამოც მათი ძალიან მადლიერი ვარ. სხვანაირად მე ვერ მივაღწევდი წარმატებას.
როგორ პასუხობთ ნეგატიურ კომენტარებს?
„ანოას კრემი“ თავიდავე იყო განხილვადი თემა, რადგან ხშირად ხვდებოდათ თვალში სოციალური ქსელების მეშვეობით და მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო. ვფიქრობ, ნეგატიური კომენტარების ავტორი შესაძლოა იყოს „ფეიქ ექაუნთი“, ბოტი, რომელსაც აქვს საკუთარი ბიზნესი და ხელს უშლიან ასპარეზზე მყოფი სხვა ბრენდები, ან თუნდაც შესაძლოა ჰქონდეს პირადი ინტერესი. ზოგადად, არ არსებობს საქმე, რომელსაც შეიძლება კრიტიკა არ მოყვეს. ჩემს კრემს მეტწილად კმაყოფილი მომხმარებლები ჰყავს და ეს მაძლევს მთავარ მოტივაციას, ვაკეთო საქმე, რომელიც ასე მაბედნიერებს.
როგორი ტიპის კანისთვის გამოიყენება კრემი?
გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ გამონაყარი, აკნე, პიგმენტური ლაქები, შავი წერტილები, ან უბრალოდ გინდათ, რომ თქვენს კანს იდეალური ფორმა შესძინოთ. კრემი სწრაფად და ხარისხიანად დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში, რადგან ძლიერი ეფექტითა და სწრაფი შედეგით გამოირჩევა. პროდუქტი რამდენიმე დღეში შველის აკნეს, ლაქებს, სიწითლეს, გაღიზიანებას, დამწვრობას და სხვა სახის გავრცელებულ კანის დაავადებებს. შესაძლებელია მისი ჭრილობებზე წასმაც.
მე თავიდანვე შემეძლო კრემები დამეყო სხვადასხვა სახელით მოხმარების შესაბამისად. მაგალითად: აკნეს, პიგმენტური ლაქების, შავი წერტილების საწინააღმდეგო კრემები, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვთქვი სიმართლე, რომ მზადდება იდენტური ინგრედიენტებით და გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. მიუხედავად ამისა, ბრენდის განვითარებას და სხვადასხვა საინტერესო სიახლის შეთავაზებას ვაპირებ მომხმარებლისთვის ახლო მომავალში.
კრემი ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს და მთლიანად ჯანსაღ ინგრედიენტებზე მზადდება. მასში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ვეშაპის ქონი, რომელიც კანის სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას კურნავს. ასევე, „ანოას კრემი“ შეიცავს ზეითუნისა და ქაცვის ზეთებს, ფუტკრის თეთრ სანთელს, კაკაოს ცხიმს და ა.შ. საბოლოოდ, საიდუმლო რეცეპტის მეშვეობით ვიღებთ კანის მოვლის ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც ძალიან ეფექტურია.
სად შეგვიძლია შევიძინოთ „ანოას კრემი“?
ანოას კრემი საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ და შეიძინოთ. მიტანის სერვისი რაიონებში 3 სამუშაო დღის განმავლობაში მოგაწვდით ადგილზე, თბილისის მასშტაბით კი 1-2 დღის განმავლობაში.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოვიდეს ვებგვერდზე: https://anoascream.ge/ საიდანაც ასევე შესაძლებელია კრემის გამოწერა. გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ გაეცნოთ კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარებსაც, სადაც მითითებულია მათი სახელი და გვარი.
ამჟამად რითი ხართ დაკავებული? როგორ გაგყავთ დრო კარანტინის პირობებში?
ამ პერიოდმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. გადავაფასე ღირებულებები და დავგეგმე ბევრი რამ. მაგალითად, როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი, საქმე, მიზნები. აქამდე ამის დრო ნამდვილად არ მქონდა და ვფიქრობ, ეს დრო ძალიან დამეხმარება ჩემი გეგმების კიდევ უფრო სწორად წარმართვაში. კარანტინმა რასაკვირველია ბევრი რამ შეცვალა ჩემს ყოველდღიურობაში, მაგრამ მოსაწყენი ნამდვილად არ არის, რადგან მომცა ის, რაც ძალიან მაკლდა. მაგალითად, საყვარელი ადამიანების, ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნა. ვუყურებ საინტერესო ფილმებს, ვსწავლობ, ვკითხულობ, ზოგჯერ ვვარჯიშობ და საინტერესოდ გამყავს დრო. ასევე მყავს უსაყვარლესი ლეკვი, რომელიც ძალიან მეხმარება დროის ხალისიანად გაყვანაში.
გარდა ამისა, ვცდილობ მხოლოდ „ანოას კრემის“ ბიზნესით არ შემოვიფარგლო და დისტანციურად ვმუშაობ ჩემი მეორე ბიზნესისთვის, სახელწოდებით Anoa’s clothes, რომლის მეშვეობითაც ქალბატონებს შეუძლიათ მისაღებ ფასად იქირაონ კაბა სასურველი დღისთვის. კარანტინის დასრულების შემდეგ, მოხმარებლებს უფრო დიდ და მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებ.
8 მაისს გქონდათ დაბადების დღე. მოგვიყევით, როგორ გადაიხადეთ კარანტინის პირობებში?
დაბადების დღე შინ გადავიხადე. მოვაწყე კუთხე, სადაც გადავიღე სურათები, რომლებიც მოგონებების სახით დამრჩება. მეგობრებმა და ჩემმა მამიდაშვილმა სიურპრიზი მომიწყეს. მიუხედავად კარანტინისა, მაინც საინტერესო და სახალისო იყო. ვფიქრობ, ადამიანის განწყობაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წლების შემდეგ და როგორ ხედავთ ბიზნესის განვითარებას?
უპირველესად, მინდა ჩემი ოჯახი, მეგობრები და გარშემომყოფები იყვნენ ძალიან კარგად და იამაყონ ჩემი წარმატებით. მინდა მქონდეს სიმშვიდე და ვუყვარდე ხალხს, რისთვისაც ბევრი შრომაა საჭირო. კარიერული თვალსაზრისით, ძალიან მინდა გავაკეთო ესთეტიკური ცენტრი, სადაც გაიყიდება „ანოას კრემი“ და თავის მოვლის სხვა საშუალებები; ასევე მეყოლება სპეციალისტები, რომლებიც ჩაატარებენ სხვადასხვა საჭირო პროცედურას. ასევე, ძალიან მინდა აფთიაქში შევიტანო „ანოას კრემი“.