კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან თემად იქცა და ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა უკვე რამდენიმე თვეა. ვცდილობთ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს და თავი ავარიდოთ მოსალოდნელ საშოშროებას. OK! კომპანია „ლარიფან კავკასიას“ სამედიცინო დირექტორს, მაია ხორგუანს ესაუბრა, რომელიც კორონავირუსისგან თავის დაცვის შესაძლო ეფექტური საშუალების შესახებ გვიამბობს.
რა შეიძლება იყოს კორონავირუსისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალება არსებული პანდემიის პირობებში?
გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს, ვფიქრობ, უპრიანი იქნება ვიზრუნოთ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო − კორონავირუსი არ არის მომაკვდინებელი ყველა ინფიცირებულისთვის. ამ ეტაპზე დახურული ქეისების 82% გამოჯანმრთელებით დასრულდა. ანუ, ადამიანები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ამარცხებენ ვირუსს. ამავე დროს, საყურადღებო სტატისტიკაა მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებში − ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, სადაც პრობლემური და ლეტალური გამოსავლის მქონე ქეისების სიჭარბის წამყვან მიზეზად უხშირეს შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იმუნოდეფიციტი სახელდება. აქედან გამომდინარე, მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს − ექიმებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ იმუნომოდულაციას, მით უმეტეს ისეთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებით, როგორიც არის „ლარიფანი“.
რა არის იმუნომოდულაცია? რა განსხვავებაა იმუნომოდულაციასა და იმუნოსტიმულაციას შორის და რომელ მათგანს მიეკუთვნება „ლარიფანი“?
იმუნომოდულატორები „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას, აძლიერებს „დასუსტებული“ იმუნიტეტის მუშაობას და არის შედარებით უსაფრთხო. ხოლო იმუნოსტიმულატორები ახდენს იმუნური პასუხის სტიმულაციას ნებისმიერ შემთხვევაში − რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს ის სტიმულატორების მიღებამდე და შედარებით ძლიერ, ხშირ გვერდით მოვლენებს და გართულებებს გვაძლევს.
რომელ მათგანს მიეკუთვნება „ლარიფანი“ და რისთვის გამოიყენება?
„ლარიფანი“ არის უსაფრთხო და ეფექტური იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, „ლარიფანი“ ერთმანეთის პარალელურად „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას და ამავე დროს ანადგურებს ვირუსებს, რომლებიც მას იქ დახვდება. „ლარიფანი“ გამოიყენება ორგანიზმის თანდაყოლილი, ბუნებრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსების ფართო სპექტრთან ბრძოლისთვის. „ლარიფანის“ შემადგენლობაში შედის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც ძალიან სწრაფად ანადგურებს ისეთ ვირუსებს, როგორიცაა გრიპი, პაპილომა ვირუსი, ჰერპეს ვირუსი, რინოვირუსები (ანუ გაციების ვირუსები), ებშტეინბარის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერ ვირუსი (ანუ ჩუტყვავილას გამომწვევი), ენტეროვირუსები, ციტომეგალოვირუსი, ჰანტა-ვირუსები, კორონავირუსები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცნობილი კორონავირუსების წინააღმდეგ „ლარიფანი“ძალიან ეფექტურად გამოიყენება.
კონკრეტულად, როგორ მოქმედებს „ლარიფანი“?
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, „ლარიფანი“ ააქტიურებს ვირუსის ამომცნობ სპეციფიკურ TLR3 რეცეპტორებს, ანუ ერთგვარ სიგნალიზაციას, რის შემდეგაც ხდება ინტერფერონების გამომუშავების სტიმულაცია, მომდევნო ნაბიჯი კი არის იმუნიტეტის ყველა რგოლის სრულად ამუშავება. რაც შეეხება მის ანტივირუსულ მოქმედებას, „ლარიფანის“ მოლეკულა თავსდება ვირუსის უჯრედის კედელზე, გამოყოფს ნივთიერებებს (ფერმენტებს), რომლებიც არღვევს ვირუსის კედელს და რის შედეგადაც ვირუსი ნადგურდება.
რა სახის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს „ლარიფანს“?
„ლარიფანის“ ფორმები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორც წესი, არ იძლევა გვერდით მოვლენებს და მას არ გააჩნია უკუჩვენებები, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ოფიციალური ინსტრუქციები, არამედ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებაც − განსაკუთრებით იმ ფორმებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება წლამდე ასაკში და ორსულებში. ეს არის შედარებით დაბალდოზიანი ფორმები, თუმცა მიუხედავად დაბალი დოზისა, ძალიან ეფექტურია ანტივირუსული დაცვის მიმართულებით.
როგორ დავიცვათ „ლარიფანით“ ბავშვები და ორსულები?
ბავშვებში წლამდე ვიყენებთ „ლარიფანის“ მალამოს − „ლარიფან უნგოს“ 0,05%-ს − ცხვირტუჩის მიდამოს დასამუშავებლად დღეში მინიმუმ ოთხჯერადი სქემით, და საბავშვო 0,5 მგ-იან სანთლებს. წლიდან ვიყენებთ სპრეის და 1,5 მგ-იან რექტალურ სანთლებს. ამ ფორმების გარდა, უკვე 3 წლიდან ვიყენებთ საწუწნ ჟელებონებს და ტუჩსაცხსაც. ყველა ეს ფორმა ორსულებშიც გამოიყენება.
რაც შეეხება „ლარიფანის“ მაღალდოზიან ფორმებს − „ლარიფან სუპოს“ 4,0 მგ-იან რექტალურ სანთლებს და „ლარიფანის“ ინიექციას, 18 წლამდე და ორსულებში ამ ორი ფორმის გამოყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით ხდება.
რომელი ფორმის გამოყენებაა მიზანშეწონილი მაღალი რისკის ჯგუფებში?
მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები − დიაბეტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომის, ასთმის, გულის უკმარისობის, ჰიპერტონიის და სხვა დიაგნოზის მქონე პირები და ხანდაზმულები, არიან გარკვეულწილად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები, სადაც იმუნიტეტის მუშაობის მოწესრიგება თავისით, ან არ ხდება, ან ხდება სუსტად და მალევე დუნდება და უბრუნდება, ასე ვთქვათ, „მიძინებულ“ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ასეთ ჯგუფებშიც აქვს აზრი მალამოს, სპრეის და რექტალური სანთლების აქტიურ გამოყენებას. უბრალოდ, ეს უფრო ხანგრძლივი და ხშირი კურსებია, ვიდრე ახალგაზრდებში და ქრონიკული დაავადებების არმქონე პირებში, მაგრამ გრიპისგან, რესპირაციული ვირუსული ინფექციებისგან დაცვის მიმართულებით ეფექტი აქაც სახეზე გვაქვს.
თუმცა დღეისათვის არსებულ მსოფლიო პანდემიის პირობებში, „ლარიფანის“ ავტორი და მწარმოებელი − მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ემერიტუსი გუნა ფელდმანე, რეკომენდაციას უწევს „ლარიფანის“ ინიექციების გამოყენებას CoVid-19-ის პრევენციისთვის (ერთჯერადად, ან კვირაში ერთხელ). საინიექციო ფორმა სპეციალურადაა შექმნილი მძიმედ მიმდინარე, განსაკუთრებით აგრესიული, ახალი და იშვიათი ვირუსების გასანეიტრალებლად.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ „ლარიფანს“, როგორც უშუალოდ CoVid-19-ის სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებას, მაგრამ ავტორს მიაჩნია, რომ „ლარიფანის“ საშუალებით შევძლებთ შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, ვინაიდან „ლარიფანი“ არის ფართო სპექტრის ანტივირუსული პრეპარატი და მისი მაღალეფექტურობა აქამდე ცნობილ კორონავირუსებთან მიმართებაში დადასტურდა არაერთი კლინიკური დაკვირვებით.
„ლარიფანის“ ინიექციები ლატვიაში რეგისტრირებულია, როგორც იმუნომოდულატორი ანტივირუსული მოქმედებით 1990 წლიდან და მას შემდეგ გამოიყენება ამ მიმართულებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეისათვის 2019-nCoV მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ავტორი და მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს „ლარიფანის“ ინიექციებს და მაღალდოზიან რექტალურ სუპოზიტორიებს ვირუსით ინფიცირების მაღალ დონეზე პროფილაქტიკისთვის, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
ამ ეტაპზე ხდება „ლარიფანით“ CoVid-19-ის პროფილაქტიკა ან მკურნალობა რომელიმე ქვეყანაში?
ჩვენ ხელთ გვაქვს მწარმოებლისგან მოწოდებული ინფორმაცია CoVid-19-ის მკურნალობისთვის „ლარიფანის“ ინიექციების გამოყენების შესახებ ლატვიაში, რიგის ერთ-ერთ კლინიკაში. „ლარიფანის“ ინიექციებით CoVid-19-ის მკურნალობის სქემა შეიმუშავა და ახორციელებს იმუნოლოგი, FOCIS-ის, ESCMID-ის, EACR-ის წევრი, პროფესორი, ლაურის ლიციტისი. გარდა ამისა, ლატვიიდან „ლარიფანის“ ინიექციების შეძენა და გატანა CoVid-19-ის პროფილაქტიკისთვის გამოყენების მიზნით, მოხდა ყაზახეთის, ვიეტნამისა და ჩინეთის რესპუბლიკების მიერ.
საინტერესოა აგრეთვე, რომ „ლარიფანის“ ამერიკული ანალოგის, „რინტატოლიმოდის“ (რომელიც ლარიფანის მსგავსად წარმოადგენს ორსპირალურ რიბონუკლეინის მჟავას) გამოყენება CoVid-19-ის პრევენციისა და საწყის ეტაპზე მკურნალობისთვის მიმდინარეობს იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ვირუსოლოგიის ნაციონალურ ცენტრში.
თავად თუ ხართ „ლარიფანის“ მომხმარებელი?
დიახ, რა თქმა უნდა. მეც და ჩვენი გუნდის ყველა წევრიც „ლარიფანის“ სხვადასხვა ფორმას საჭიროებისამებრ ვიყენებთ. მე, როგორც ექიმი, ხშირად ვურჩევ „ლარიფანს“ საკუთარ პაციენტებს და არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მათი ოჯახის წევრებს...
რაც შეეხება „ლარიფანის“ ინიექციებს, მართალია ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, მაგრამ გამომდინარე ჩვენი მაღალი სოციალური აქტივობიდან, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გაგვეთვალისწინებინა პრეპარატის ავტორის რეკომენდაცია და გამოგვეყენებინა ინიექციები საკუთარ თავზე, ძლიერი იმუნომოდულაციის მიზნით.
არის თუ არა ხელმისაწვდომი ინიექციები სხვა ადამიანებისთვის? მათთვის, ვინც არ არის თქვენი გუნდის წევრი?
ზოგადად, „ლარიფანის“ სხვადასხვა ფორმა ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით. „ლარიფანის“ ინიექციების შეძენა კი მომხმარებლებს შეუძლიათ „ავერსის“ აფთიაქებში.
OK! დაინტერესდა საქართველოს წამყვანი ექიმების აზრით „ლარიფანის“ შესახებ. თუ რამდენად იცნობენ ისინი „ლარიფანს“, რა შემთხვევებში იყენებენ და რამდენად აძლევენ დადებით შეფასებას „ლარიფანის“ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
კახა ვაჭარაძე − ფთიზიო-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ლარიფანი“ ჩემთვის ცნობილია, როგორც ხარისხიანი იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებით. ეს პრეპარატი იწარმოება და რეგისტრირებულია ევროკავშირში, და შესაბამისად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტს. მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი გამოყენება მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ანუ იქ, სადაც გვჭირდება აქტიური იმუნომოდულაცია. შესაბამისად, სხვა საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ბალანსირებული კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიზანმიმართული, სწორად შერჩეული სპეციფიკური მკურნალობა, „ლარიფანი“ და მისი მსგავსი ევროპული პრეპარატები გვეხმარება პაციენტების იმუნური სტატუსის გაუმჯობესებაში და მკურნალობას მეტ ეფექტურობას ანიჭებს“.
ინგა მამუჩიშვილი − პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: „ლარიფანს“ საქართველოში რეგისტრირების დღიდან ვიყენებ, თითქმის 10 წელია ვუნიშნავ ჩემს პაციენტებს რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. „ლარიფანის“ სხვადასხვა ფორმა არსებობს − მალამო, სპრეი, სუპოზიტორიები, ჟელიბონები და სხვა... „ლარიფანის“ ფორმულა (ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა) არის როგორც იმუნომოდულატორი, ასევე ანტივირუსული საშუალება, არ არის იმუნურ სისტემაზე „მოძალადე“, აფხიზლებს და აღვიძებს ორგანიზმში არსებულ იმუნურ რგოლებს და ხელს უწყობს საკუთარი ინტერფერონის ინდუქციას... მე ამ პრეპარატს ვენდობი, რომელიც არის უსაფრთხო, ევროპული ხარისხის საშუალება, და პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები ან წინააღმდეგჩვენება (ამას მოწმობს ისიც, რომ მისი ზოგიერთი ფორმა 0 ასაკიდან ინიშნება). მალამოს გამოყენებას განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების აღზევების პერიოდში ვიწყებ, შეიძლება მისი ხანგრძლივი მოხმარებაც ცხვირთან და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში მოსასმელად, ხოლო თუ ვირუსის სიმპტომები ჩნდება, ორგანიზმში სპრეის გამოყენება უკეთესია ცხვირსა და ყელში შესაფრქვევად, რამდენიმეჯერ დღეში, ფარინგიტების, ტონზილიტების დროს. ზოგადად, პირის ღრუს ლორწოვანების ანთებითი პროცესების დროს, „ლარიფანის“ ჟელიბონების ჩაწუწვნაც ეფექტურია... ასე რომ, „ლარიფანის“ დროული გამოყენება პრევენციისთვის და მკურნალობაში თავიდან გვაცილებს ვირუსული ინფექციების გავრცელებას და მის გართულებებს“.
ირინა ქაცარავა − აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ფონიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი, ევროპის ფონიატრთა ასოციაციის წევრი, ლარინგოლოგ-ფონიატრი: „ვინაიდან ლარინგოლოგ-ფონიატრი ვარ, ხშირად მიწევს საინჰალაციო ფორმის მოხმარება, როცა საქმე ვირუსულ ლარინგიტთან გვაქვს. ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს ვიყენებ ხოლმე ცხვირის სპრეის და ხშირად საღეჭ აბებსაც, რომლებსაც არაჩვეულებრივი შედეგი აქვს.
საკუთარი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე რომ გითხრათ, შედეგები ძალიან კარგი მაქვს. უკვე ერთი წელია მოვიხმარ ამ პრეპარატებს და ძალიან კმაყოფილი ვარ“.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე