ყველაზე რთულ დღეებში, მაშინაც კი, როდესაც მთავარი რეკომენდაცია მხოლოდ შინ დარჩენა იყო, აფთიაქების თანამშრომლების, ექიმების, სამედიცინო პერსონალის, პოლიციელების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მუშაობა ვერ და არ გაჩერებულა. მათ თამამად შეიძლება თანამედროვეობის ნამდვილი გმირების წოდება მივანიჭოთ. ეს ხალხი საკუთარ საქმეს დიდი რისკის ფასად პირნათლად ასრულებდა. OK!-ის მაისის ნომრის წარმდგენი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მართლაც ბევრს აკეთებს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. მაშინ, როდესაც პირბადეების დეფიციტი იყო ქვეყანაში, PSP-მ სრულიად უანგაროდ ჟურნალისტები ამ აუცილებელი დამცავი საშუალებით აღგვჭურვა. ამ და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ OK!-ის PSP ფარმას დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილი ესაუბრა.
თუ შეიძლება, გვიამბეთ იმ დღეების შესახებ, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო.
PSP ამაყობს საკუთარი ძლიერი, პროფესიონალი, თავდადებული თანამშრომლებით, რომელთა საქმიანობა ასეთი მაღალი რისკის პირობებში პროფესიონალიზმის გამოხატულება და ამასთან, უდავო გმირობაა; ყველა ფარმაცევტი, მენეჯერი, კონსულტანტი და აფთიაქის თითოეული თანამშრომელი სრულად იაზრებს საზოგადოების წინაშე საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობას, როლსა და აუცილებლობას მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნების საქმეში; ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას, მკაცრად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, რითაც ვუფრთხილდებით საკუთარ, კოლეგებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობას.
თქვენი კამპანია „ჩვენი გმირები“ ძალიან დასამახსოვრებელია..
დიახ, აფთიაქებთან მოთავსებულ ციფრულ ლაით-ბოქსებზე ერთმანეთს ენაცვლება პსპ-ს ქსელის თანამშრომლების ფოტოები „ჩვენი გმირების“ ჩარჩოთი. შექმნილია შიდა საკომუნიკაციო ჯგუფი, სადაც ჩვენ, თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო სიახლეებსა და გამოცდილებას ვუზიარებთ, რასაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება აქვს და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. აქვე თავსდება ყველა საჭირო რეკომენდაცია და „კოვიდ19“-თან ბრძოლის ყველა სიახლე.
მსოფლიოში და საქართველოში განვითარებული სიტუაციის გათვალისწინებით, სააფთიაქო ქსელების თანამშრომლები ფაქტობრივად ბრძოლის ველის წინა ხაზზე იმყოფებიან მაშინაც კი, როცა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობის მოწოდებით ადამიანები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ შინ, ისინი გაათმაგებული პასუხისმგებლობით მუშაობენ. ამით სააფთიაქო ქსელების თანამშრომლები უდიდეს სამსახურს გვიწევენ ჩვენ − თითოეულ მოქალაქეს და მთელ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჰაშთაგით #PSPშენიოჯახისგვერდით ყველას ვეუბნებით, რომ მათთან ვართ.
გვიამბეთ, რა სახის ღონისძიებებს ატარებთ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის?
კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული 2020 წელს უსაფრთხოება და თანამშრომელთა და მომხმარებელთა დაცულობაა. უსაფრთხოებაზე ზრუნვა კომპანიამ საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე დაიწყო. უკვე მარტის დასაწყისში, PSP-ს ყველა აფთიაქში ფარმაცევტის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟდა დამცავი მინები, ხოლო შესასვლელში დეზობარიერები − ხალიჩები სადეზინფექციო ხსნარით. კონტროლს ექვემდებარება ყოველდღიურად ცვლაში მოსული თანამშრომლის ტემპერატურისა და ვირუსის პირველადი ნიშნების კონტროლი. მთავრობის დადგენილებებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ ღამეში იბეჭდებოდა ყველა საინფორმაციო პლაკატი, რათა მომხმარებელს მეორე დღესვე დახვედროდა აფთიაქში საინფორმაციო გაფრთხილება − იქნებოდა ეს ზღვრული დასაშვები რაოდენობის შესახებ, თუ ნიღბების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნა.
PSP ერთ-ერთი პირველი ქსელია, რომელმაც დისტანციის აღმნიშვნელი სტიკერები დააკრა. კომპანია მუდმივად უგზავნის თანამშრომლებს უკვე ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებელ ნიღბებს, ხელთათმანებს, დამცავ ფარებს, ერთჯერად ქუდებს, სადეზინფექციო ხსნარებს ხელის დასამუშავებლად როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის ადგილზე გამოსაყენებლად. ცალ-ცალკე, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ზედაპირებისა და იატაკისთვის, დიასახლისის მიერ დღის განმავლობაში არაერთხელ ჩატარებული დასუფთავების სამუშაოები აღირიცხება და კონტროლდება. ამასთან, კონტრაქტორი „სადეზინფექციო სერვისი 2010“-ის მიერ ხდება აფთიაქების სრული პროფესიული დეზინფიცირება.
PSP მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა, რომელიც ზუსტად ასეთ დროს ხალხისა და საზოგადოების სამსახურში უნდა იყოს, ამიტომ ჩვენი ყველა აფთიაქი აგრძელებს მუშაობას; მათ შორის ყველა სადღეღამისო აფთიაქი ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში საზოგადოების ჯანმრთელობის სამსახურშია. მოსახლეობის წამლებით უზრუნველყოფა შეუფერხებლად რომ გაგრძელებულიყო, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეფერხებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი სატრანსპორტო საშუალებები და სრულად საკუთარ თავზე ავიღეთ თანამშრომლების ტრანსპორტირება.
PSP აფთიაქებიდან პირველი გადავიდა სრულყოფილ ონლაინ მომსახურებაზე.
ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზაა „დარჩით სახლში“; სახელმწიფოს ამ მოწოდებას ჩვენი კომპანია ონლაინ-აფთიაქის სერვისის სწრაფი გაფართოებით გამოეხმაურა. მომხმარებლისთვის 25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქციაზე წვდომას შინიდან გაუსვლელად PSP ონლაინ-აფთიაქი უზრუნველყოფს. 2007 წელს PSP-მ პირველმა დანერგა ინტერნეტაფთიაქი და დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, დაჩქარებულად და რესურსების მაქსიმალური მობილიზებით განახორციელა დისტანციურად, შინ მიწოდების უზრუნველყოფა არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონების მოსახლეობისთვისაც. ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია შინიდან გაუსვლელად შეუკვეთოს ონლაინ აფთიაქის საშუალებით − psp.ge მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს და კომფორტულად მიიღოს შინ.
მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, დავამატეთ სატელეფონო მომსახურება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ უფასო სატელეფონო ზარით − 0801 200 200 შეუკვეთონ მათთვის საჭირო მედიკამენტი, კოსმეტიკის ან მოვლის საშუალებები შინიდან გაუსვლელად PSP-ს სრული ასორტიმენტიდან.
როგორ ხორციელდება მიტანის სერვისი?
მიტანის სერვისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი ახორციელებს.
ონლაინ-აფთიაქისა და უკვე სატელეფონო შეკვეთების საშუალებით, თქვენთვის სასურველი მედიკამენტის, ან სხვა სახის პროდუქტის გამოწერა ძალიან მარტივი და კომფორტულია.
PSP ონლაინ დისტანციური სერვისით სარგებლობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით უკვე სატელეფონო შეკვეთითაც არის შესაძლებელი.
PSP გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ შეკვეთის თქვენთვის სასურველი ფორმა: ინტერნეტით - psp.ge ან სატელეფონო უფასო ზარის მეშვეობით: 0801 200 200.
სწორედ ამას ითვალისწინებს კამპანია #PSPშენიოჯახისგვერდით - ჩვენ ყოველთვის თქვენს სამსახურში ვრჩებით და კვლავაც ვიზრუნებთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
რას ეტყოდით ერთგულ მომხმარებელს?
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მომხმარებელს, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ჩვენთან ერთად ითავისებს ახალ რეგულაციებს, აფთიაქში შესვლის დროს ითვალისწინებს დარბაზში არსებული ადამიანების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში უცდის თავის რიგს, იცავს დისტანციას მომსახურე პერსონალთან და სხვა მომხმარებელთან. ჩვენ გვჯერა, რომ ურთიერთპატივისცემა და ზრუნვა ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ძალიან ძლიერი იარაღია ნებისმიერ სირთულესთან ბრძოლაში. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.