"ავერსის" სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის - შინიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ღირებულების მედიკამენტები, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები და მიიღოთ თქვენთვის საჭირო პროდუქცია სრულიად უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით.
კომპანია მიწოდების სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ:
• "ავერსის" მობილური აპლიკაცია
• "გლოვოს" აპლიკაცია
• სატელეფონო შეკვეთა
"ავერსის" მობილური აპლიკაცია
ჩამოტვირთეთ "ავერსის" მობილური აპლიკაცია და შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ინტერნეტით.
გადმოწერეთ: IOS, https://apps.apple.com/us/app/aversi/id1195068578
გადმოწერეთ: ANDROID, https://play.google.com/store?hl=en
შეკვეთა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო მიწოდება მოხდება იმავე დღეს 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებთ, თუ შეკვეთილი პროდუქციის ფასი 25 ლარს აღემატება. უფრო ნაკლები თანხის პროდუქციის მიღება თბილისის მასშტაბით სამ ლარად არის შესაძლებელი.
ისარგებლეთ ავერსი-გლოვოს სერვისით
"ავერსისა” და "გლოვოს" ერთობლივი მიწოდების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში უნდა ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და შეუკვეთოთ პროდუქცია. "გლოვო" "ავერსის" პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ოთხი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით. შეკვეთა და მიწოდება შესაძლებელია ყოველდღე, დილის 09:00სთ–დან 19: 00სთ–მდე. კომენდანტის საათის გავლის შემდეგ შეკვეთა და მიწოდება შესაძლებელი იქნება 24 სთ–ის განმავლობაში.
სასურველ პროდუქციას შეკვეთიდან უმოკლეს დროში მიიღებთ. სერვისის ღირებულებაა სამი ლარი.
გადმოწერეთ – android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.glovo
გადმოწერეთ – IOS https://apps.apple.com/us/app/glovo-more-than-food-delivery/id951812684
შეუკვეთეთ ტელეფონით 2-900-800
დარეკეთ ნომერზე 2-900-800 და შეუკვეთეთ სასურველ პროდუქცია.
ტელეფონით შეკვეთა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო მიწოდება მოხდება იმავე დღის 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. სატელეფონო შეკვეთისას მტრედი ბარათის მომხმარებელი სარგებლობს ყველა იმ უპირატესობით, რაც მის მფლობელს სააფთიაქო ქსელში პროდუქციის შეძენისას აქვს: ერიცხება ქულები, იღებს მაქსიმალურ ფასდაკლებას, სარგებლობს აქციებით.
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანია "ავერსი" საკუთარი პროდუქციის მიწოდების არხებს აფართოებს და ახლო მომავალში სატელეფონო შეკვეთისას ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც.