ცნობილი ბრიტანელი მსახიობი - ჰენრი ქევილი 5 მაისს 37 წლის გახდა! ადამიანს, რომელსაც დღეს მილიონობით ადამიანი ულოცავს იუბილეს, ბავშვობიდან სასიამოვნოდ გასახსენებელი ცოტა რამ თუ აქვს - ბულინგი, დამცირება.. და ეს ყველაფერი ზედმეტი წონის გამო, რომლის წარმოდგენაც დღეს, როცა მისი სახით ჰოლივუდს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსაიხობი ჰყავს, თითქმის შეუძლებელიც კია.
თუმცა მისმა გულახდილმა საუბარმა შეუძლებელია მოტივაცია არ მისცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ იქცნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტად ისევ და ისევ საკუთარი თავის გამო და არა საზოგადოების მიერ მოხვეული სტერეოტიპებიდან გამომდინარე.
"მე "ქონიან ქევილს" მეძახდნენ, კლასელების წრეში ყოველთვის ზედმეტი ვიყავი. თუმცა მართალია, რომ მთელ სხეულზე ცხიმის დიდი გროვები მქონდა. მახსოვს, ერთმა ბიჭმა მითხრა, რომ ქალზე დიდი მკერდი მაქვს. ჭამა ყოველთვის მიყვარდა, ამაზე უარს ახლაც ვერ ვამბობ..
მე დამცინოდნენ, მაგრამ ევრ გეტყვით რომ ამან ჩემს პიროვნებაში ძვრები გამოიწვია, უბრალოდ გარკვეულ ეტაპზე ძალიან მიჭირდა. ხშირად მეძახდნენ "ლიმონს" ანუ მე ვიყავი ბიჭი, რომელსაც არაფერი აკავშირებდა გოგონებთანაც," - სწორედ ასე იხსენებს ბავშვობას ცნობილი ვარსკვლავი, რომელმაც ფიზიკური აქტივობებით შეძლო იდეალური სხეულის ფორმების ჩამოყალიბება.