53 წლის ჰოლი ბერი იზოლაციაში დროს სასარგებლოდ ატარებს. ვარჯიში, წიგნები, სილამაზის პროცედურები - ამ ყველაფერს ის სოციალურ ქსელში აზიარებს. მსახიობი გვირჩევს სახის ბრწყინვალებისთვის მარტივ და ეფექტურ რეცეპტს მივმართოთ.
საჭირო ინგრედიენტებს მაცივარში აღმოაჩენთ:
2 კოვზი ნატურალური იოგურტი: მისი სქელი ფენა კანს არბილებს.
ნახევარი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი: ის ვიტამინ C-ს შეიცავს, რომელსაც გამწმენდი და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
ცოტაოდენი დაფქული კურკუმა: აუმჯობესებს სახის ფერს და მას ჯანსაღ იერს ანიჭებს. თუმცა, რაოდენობას ნუ გადააჭარბებთ, რათა ჩამობანა რთული არ გახდეს.
2 ს.კ. მწვანე ჩაი: კარგად დატენიანების გარდა, ის სახეს ღრმად გაწმინდავს და ფორებს მოუვლის. ასევე, მას გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.
მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში აურევთ, ნიღაბი სქელ ფენად მთელ სახეზე 3 წუთის მანძილზე გაიჩერეთ. შემდეგ კიდევ ერთი ფენა დაიდეთ და 10 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით (დამატებითი ტონუსისთვის). პროცედურა დამატენიანებელი კრემის წასმით დაასრულეთ.