ორი წარმატებული ქართული ბრენდი KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა და შექმნეს საერთო პროდუქტი - ნატურალური სანიტაიზერი, რომლის ბენეფიტებიც შემდეგია:
- ალკოჰოლის მაღალი შემცველობა (65%), რისი მეშვეობითაც ებრძვის ბაქტერიებისა და ვირუსების ფართო სპექტრს
- სერტიფიცირებული ორგანული ეთერზეთები - ლავანდა, როზმარინი, ჩაის ხე განაპირობებს: ა) სასიამოვნო არომატს; ბ) დამატებით ანტისეპტიკურ თვისებებს; კანის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო თვისებებს
- განსხვავებით სხვა სადეზინფექციო ხსნარებისგან - არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. პირიქით - ატენიანებს და ამშვიდებს კიდეც.
რაც ყველაზე მთავარია, პროექტის ფარგლებში - ყოველი გაყიდული პროდუქტიდან თანხის ნაწილი გადაირიცხება კოვიდ-19-ის რისკჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
KÁSHKASH x LIYA სანიტაიზერი ვენდუს პლატფორმაზე იყიდება, საიდანაც სახლიდან გაუსვლელადაა მისი შეძენა შესაძლებელი.