მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა COVID19-ს ებრძვის და უხილავი მტრის დამარცხება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მეცნიერები მის მეორე ტალღაზე ალაპარაკდნენ, რომელიც როგორც USA TODAY წერს. "მან შესაძლოა პირველ ტალღაზე ძლიერად იმოქმედოს და იმ ადამიანებს შეეხოს, რომლებმაც ამჟამინდელ ეპიდემიას თავი თვითიზოლაციით დააღწიეს. უამრავი ისეთი ადამიანის ფონზე, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, მეორე ტალღის ნიშანი შესაძლოა იყოს მხოლოდ მცირეოდენი შეშუპება გახდეს," -აღნიშნულია სტატიაში.
თუმცაღა მეცნიერები ჯერჯერობით ზუსტი პროგნოზის გაკეთებას ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ აკეთებენ, "მეორე ტალღას იმ ქვეყნებში ელოდებიან, სადაც ვირუსი განსაკუთრებული სიმძლავრით გამოვლინდა," - აღნიშნავს გრეგორი პოლენდი, მეიოს საავადმყოფოს მკვლევარი.
მეცნიერები ვერ პასუხობენ კითხვას, დასრულდება თუ არა პანდემია ზაფხულამდე, რადგან ჯერჯერობით ვერ დგინდება მისი ამტანობა თბილი ტემპერატურის პირობებში.მასშტაბურ პიკს მკვლევარებბი ოქტომბრიდან მაისის თვემდე წინასწარმეტყველებენ, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ვირუსის გავცრელების ტრაექტორია დედამიწის სამხრეთ ნაწილი, შემდეგ კი კვლავ ჩრდილოეთ ნახევარსფერო იქნება.
თუმცაღა ყველაფერი რითიც თავის დაცვა იქნება შესაძლებელი უცვლელი რჩება, ხელების მუდმივი დამუშავება ანტიბაქტერიული სითხით, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და საჯარო დაწესებულებებში ნიღბის ტარება.