კარდაშიან-ჯენერების დიდ ოჯახს საკუთარი სილამაზის ხაზი აქვს, თუმცა, როგორც სჩანს ისინი ზოგიერთ თავის მოვლის პროდუქტს, დამოუკიდებლად, ნატურალური ინგრედიენტებით ამზადებენ. კორტნი კარდაშიანი ტუჩის სკრაბის რეცეპტს ფლობს, რომლის მოსამზადებლადაც სულ 3 ინგრედიენტი დაგჭირდება.
"მიყვარს სკრაბის სახლში გაკეთება. მისი გამოყენების შემდეგ ტუჩები შესამჩნევად რბილდება." - აცხადებს კორტნი.
აიღეთ თაფლი, ქოქოსის ზეთი და ორგანული შაქარი. აურიეთ ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით და ფრთხილად წაისვით ტუჩებზე.
ქოქოსის ზეთი ტუჩებს ატენიანებს, ასევე შეიცავს ომეგა-მჟავებს და ანტიბაქტერიული მოქმედებით ხასიათდება. თაფლი ანტიოქსიდანტებითაა სავსე და ტუჩის კანს ამშვიდებს. ამ სკრაბის მთავარი ღირსება ნატურალური შემადგენლობაა და არცერთი ინგრედიენტი არ შეიცავს საფრთხეს პირში მოხვედრისას.