თუ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდი, გძენს ეს იმუნიტეტს ხელმეორედ არ დაავადდე? - ეს კითხვა ცნობილმა გამოცემებმა - The Guardian და Independent - დარგის სპეციალისტებს დაუსვეს.
დღესდღეობით კოვიდ-19 125 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზად იქცა. თუმცა, მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით დაინფიცირებულთა უმრავლესობას ის მსუბუქ ფორმებში გადააქვს.
გამოკითხული სპეციალისტები გვატყობინებენ, რომ ისინი, ვინც კოვიდ-19-ით დაინფიცირდება, ორგანიზმში დამცავი ანტისხეული გამოუმუშავდება, მაგრამ უცნობია ეს დაცვა რამდენხანს გასტანს.
„ზოგიერთ ადამიანში ანტისხეული დიდხანს არ ჩერდება, პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან, რეციდივის შანსი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, ბავშვებში ვირუსი მოკლე ვადიანი იმუნიტეტის განვითარებას იწვევს. გრიპის მსგავსად კოვიდ-19-საც შეუძლია მუტაცია, რაც ინდივიდს მგრძნობიარეს ხდის ინფექციის ხელახლა შეძენის მიმართ.“
„თუმცა, გრიპი სწრაფად განიცდის მუტაციას წლების მანძილზე, ამიტომაც შესაძლოა იმუნურმა სისტემამ ის ვერ იცნოს და ახლიდან დაგვემართოს, ამიტომაც თავის ასარიდებლად ვიკეთებთ აცრებს. მაგრამ, კოვიდ-19 გენეტიკურად უფრო მყარი და სტაბილურია. ამიტომაც, გაგვიმართლა რომ ის გრიპის მსგავსად სწრაფი მუტაციით არ ხასიათდება. თუ ჩვენი იმუნური სისტემა კოვიდ-19-ის მცოდნე იმუნურ უჯრედებს შეინახავს, ისინი ვირუსის ამოცნობას შეძლებენ“.
კორონავირუსების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ადამიანები, ვინც გამოჯანმრთელდებიან, უფრო მეტად შებრუნების რისკი აღენიშნებათ, ვიდრე ვირუსით ახლიდან დაინფიცირების.
„არაა გამორიცხული დაავადება ახლიდან შევიძინოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. როცა ადამიანი გამოჯანმრთელდება, მისი სხეული ისევ მიიღებს ვირუსს, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გამოჩნდება და მის ზედაპირზე მოხვდება.“
თუმცა არის შემთხვევები, როცა დაინფიცირებულ და გამოჯანმრთელების პირას მყოფ პირებს პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მოსდით, განმეორებითზე კი დადებითი. ამას დროის მცირე მონაკვეთი განსაზღვრავს, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია შუა უარყოფითი ტესტი არასწორი იყოს.
როგორ მუშაობს იმუნიტეტი?
„ზოგიერთი დაავადების დროს, მაგალითად ქათმის გრიპის, იმუნური სისტემა ინახავს მოგონებას დაავადების შესახებ და როცა მას ისევ ხვდები, სისტემა მზადაა სწრაფად იმოქმედოს, ებრძოლოს მას და თქვენ აღარ დაინფიცირდებით, აღარც სიმპტომები გამოგივლინდებათ. მაგრამ, არის შემთხვევები როცა ასე არ ხდება ან უბრალოდ დაავადების გადატანიდან მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ხართ იმუნური, სამწუხაროდ - არა დიდხანს. კოვიდ-19 სწორედ ასეთი რთული შემთხვევაა, რომელსაც აქტიურად სწავლობენ მეცნიერები. სხვა კორონავირუსების შემთხვევაში მათ იციან, რომ ეს მხოლოდ სეზონური ხველა და გაციებაა, რომლის მიმართაც იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს. მომავალ წელს ის შეიძლება აღარ შეგვეხოს. კოვიდ-19-ის სიმპტომები კი გაცილებით სერიოზულია. ადამიანები ვარაუდობენ, რომ მისი გადატანით უფრო გრძელვადიანი იმუნიტეტი გვივითარდება, მაგრამ ეს დაზუსტებით ასე არაა და შეიძლება მოკლე იყოს.
ერთი შეგვიძლია თქვათ, რომ პაციენტები, რომლებსაც კოვიდ-19 სერიოზულ ფორმებში გადააქვთ და რთული სიმპტომებით ხასიათდებიან, დაავადების მიმართ უფრო ძლიერი იმუნური მეხსიერება რჩებათ.“
იქამდე, სანამ ამ კუთხით მორიგი კვლევები ჩატარდება, ექსპერტები ვირუსგადატანილებს რეკომენდაციას უწევენ დაიცვან ჰიგიენის წესები, რაც მოიცავს დაავადებული ადამიანებისგან შორს ყოფნას, ხელების ხშირად დაბანას და ხველებისა და დამთქნარებისას პირის დაფარვას.
წყაროები: The Guardian; Independent