კარანტინი ეს არდადეგები არაა. უბრალოდ ჩვენი დიდი სამყარო ახლა ოთხ კედელში ჩაიკეტა, სადაც უნდა ვიმუშაოთ კიდეც, ვისწავლოთ კიდეც, თავსაც მოვუაროთ და სიმშვიდეც დავიცვათ. თუ ამ მარტივ რჩევებს დაიცავთ, კარანტინის პერიოდი თქვენთვის სასარგებლოდაც კი ჩაივლის.
რჩევა №1: შეინარჩუნეთ ფსიქიკური ჯანმრთელობა
შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული გარეგნული მდგომარეობა. თუ მუდამ სტრესში ხართ, ავტომატურად რისკავთ თავს ახალი დაავადება დაატეხოთ.
როგორ ვიმოქმედოთ: ხშირად დაურეკეთ ადამიანებს. დაკავდით სპორტით. მოიფიქრეთ ახალი ჰობი, წაიკითხეთ წიგნი. შეწყვიტეთ ვირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაციის მოძიება! ასევე, ჰიგიენური საშუალებების დიდი რაოდენობით შესყიდვაც. შეზღუდეთ კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანებთან და მიიღეთ ინფორმაცია მხოლოდ გადამოწმებული წყაროებიდან. კვირაში რამდენჯერმე „ონლაინ-დეტოქსი“ მოიწყვეთ. დადგა დრო შეასრულოთ საქმეები, რომლებსაც შემდეგისთვის დებდით.
რჩევა №2: აკონტროლეთ სისუფთავე
როგორც კი სახლს ვტოვებთ, მაშინვე დაბინძურებულ გარემოში ვხვდებით. ის, ვინც საყიდლებზე დადის ან ისევ მუშაობს, უსაფრთხოების წესების დაცვის მიუხედავად, მაინც უნდა აკონტროლოს თავი არ შეიტანოს სახლში ვირუსი ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის მეშვეობით.
როგორ ვიმოქმედოთ: ყოველთვის ატარეთ თან ანტიბაქტერიული საშუალება და ხელსახოცი. სახლში დაბრუნებისას დაამუშავეთ სამოსი ორთქლით ან უთოთი. ანტიბაქტერიული საშუალებებით გაწმინდეთ კარებების სახელურები, ტელეფონები და ჩამრთველები. აუცილებლად დაიბანეთ სახე, ყელი და ხელები.
გაშლილი თმა ინფიცირების რისკს ზრდის, ამიტომაც შეიკარით ის. მამაკაცებისთვის სასსურველია დაიმოკლონ წვერი ან გაიპარსონ.
რჩევა №3: არ დაგავიწყდეთ კანის მოვლა
ხელების ხშირი დაბანით და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით იმატებს სიმშრალე და კანის სიგლუვე იკარგება.
როგორ ვიმოქმედოთ: ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი. გამოიყენეთ დამატენიანებელი საპონი, რომლის შემადგენლობაშიცაა ვიტამინი E. დაიბანეთ ხელები მხოლოდ თბილი წყლით. გაანებივრეთ ისინი სკრაბებითა და ნიღბებით.
რჩევა №4: დაიცავით სასიამოვნო გარემო სახლში
იმისათვის, რომ არ გავგიჟდეთ, სახლში სიმშვიდე უნდა სუფევდეს.
როგორ ვიმოქმედოთ: დაიმახსოვრეთ, სახლი - ეს დასასვენებელი სივრცეა. ადგილი, სადაც გვინდა სამყაროს გავექცეთ და ძალები აღვიდგინოთ. ამიტომაც ნუ შეიტანთ მასში გარე პრობლემებს. იპოვნეთ საკუთარი კუთხე, სადაც ყველაფრისგან დასვენებას შეძლებთ და სამომავლოდ შემოქმედებით გეგმებს დასახავთ. მოთმინებით მოექეცით სახლში მყოფებს. მოუსმინეთ ინტერესით, გაუსწორეთ შეცდომები სიყვარულით და მონაწილეობა მიიღეთ მათ განცდებში. ისწავლეთ კამათი, რათა საუბარმა დესტრუქციული ხასიათი არ შეიძინოს და საყვარელ ადამიანს არ აწყენინოთ.
მეტი ესაუბრეთ ბავშვებს. საიდუმლოებები მათში მარტოსულობის და შფოთვის შეგრძნებებს გამოიწვევს. მშვიდად მოუყევით სამყაროში არსებული სიტუაციის შესახებ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით. არ შეგეშინდეთ სიტყვების „კორონავირუსი“ და „კოვიდ-19“.
დაიცავით ძველებური რეჟიმი. დაისახეთ მიზანი ან დღის მანძილზე შესასრულებელი საქმეები და აღნიშნეთ გაკეთებული. გახსოვდეთ, რომ თქვენ ბავშვებისთვის მაგალითი ხართ და როგორც კი სისუსტეს დაანახებთ, ქაოსი დაიწყება.
რჩევა №5: გაიძლიერეთ იმუნიტეტი
პანდემიის დროს იმუნიტეტზე ზრუნვა ნომერ პირველი დავალებაა.
როგორ ვიმოქმედოთ: ჩართეთ რაციონში საკმაზები: ჯანჯაფილი, ქურქუმა, დარიჩინი, ნიორი, ორეგანო, ქონდარი და როზმარინი. დალიეთ მეტი წყალი ლიმნით. დაიცავით ძილის და ფიზიკური აქტივობების რეჟიმი. გამოიყენეთ კერძები, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით: A, B, C D და E.
რჩევა №6: ჩაანაცვლეთ ერთჯერადი ნიღბები ქსოვილის ნიღბებით
ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი, რომლის გარეშეც უკვე სახლიდან გასვლა არ შეიძლება, მალე პლანეტის დაბინძურების მიზეზი გახდება. ეკოლოგები უკვე შიშობენ, რომ ზღვის სანაპიროებზე მალე დიდი რაოდენობით პლასტიკური პაკეტები და ნიღბები იქნება.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია ნიღბების უტილიზაცია. სამედიცინო ორგანიზაციებში ამას აკეთებენ. სახლის პირობებში კი მოახდინეთ გამოყენებული ნიღბის დეზინფექცია და მოათავსეთ ის ცალკე პაკეტში. გადააგდეთ საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.
უმჯობესია თუ მრავალჯერად ქსოვილის ნიღბებს გამოიყენებთ.
დარჩით სახლში და დაიცავით პლანეტა და საკუთარი თავი!