სწორი კვება იმუნური სისტემის გაძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია. მოვიდა დრო მაცივარში ცვლილებები შეიტანოთ.
1. მჟავე კომბოსტო - იმუნიტეტის ძლიერი დამხმარეა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკს შეიცავს, რომელიც პათოგენურ ბაქტერიებს ებრძვის და წესრიგს ამყარებს კუჭ-ნაწლავის იმ ნაწილში, რომელიც იმუნიტეტზე აგებს პასუხს. კალორიულობა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი, ამიტომაც ყოველდღე შეგიძლიათ მიირთვათ - 1 ც. 50 გრამიანი პორცია საკმარისი იქნება.
2. ცხიმიანი თევზი. ისინი ცხიმოვან მჟავას, ომეგა 3-ს შეიცავენ, რომელიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და დიდი გავლენა აქვს ჯანსაღ ორსულობაზე. ომეგა სამი ასევე ამცირებს ართრიტის რისკს, დეპრესიას და კუჭის ანთებას. კვირაში 2-3 პორციის მიღება ოპტიმალურია, რაც ფიგურაზე გავლენას არ მოახდენს.
3. მწვანე ჩაი - არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც დამტკიცებულია, რომ დღეში 1 ჭიქა მწვანე ჩაი დნმ-ის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. ის მშვენიერი ალტერნატივაა დილით ყავის ჩასანაცვლებლად, ვიტამინების წყაროა და დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტზე.
4. კოჭა/ჯანჯაფილი - იაპონელები უძველესი დროიდან იყენებენ მას ნედლი თევზის მიღება უსაფრთხო რომ გახადონ. ის დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს შეიცავს. წელიწადის ცივ დროს თამამად შეგიძლიათ ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში, დაუმატოთ ჩაის და გამაოცხოთ მასშ თევზი და ხორცი.
5. ქურქუმა. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ქურქუმა მდიდარია ფოსფორით, რკინით, იოდით, კალციუმით, და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებით - В (В1, В2, В5), C. დაუმატეთ სალათებსა და სასმელებს.
ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სავსეა ვიტამინი C-თი, დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება. მიირთვით კივი, ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული, მწვანე ლობიო, კენკრა და ბროკოლი. მიირთვით ახალი და ნედლი. ვიტამინ C-ს არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, ამიტომაც თუ მათ მომზადებას გადაწყვეტთ დაიცავით ზომები. ბროკოლს არ სჭირდება 3 წუთზე მეტი ხარშვა.
შედეგის გაძლიერება: რეგულარული სპორტული დატვირთვა ძლიერი იმუნიტეტის ოქროს წესია. ორგანიზმში ჟანგბადის მაღალი რაოდენობა ბაქტერიებს კლავს. გააკეთეთ ძალის და კარდიო ვარჯიშები, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ზომიერად გააკეთეთ. გადაჭარბება არ ღირს.