კორონა ვირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან თემად იქცა და ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა უკვე რამდენიმე თვეა. ვცდილობთ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს და თავი ავარიდოთ მოსალოდნელ საშოშროებას. OK! Magazine Georgia ექიმსა და კომპანია „ლარიფან კავკასია”-ს სამედიცინო დირექტორს მაია ხორგუანს ესაუბრა, რომელიც კორონა ვირუსისგან თავის დაცვის შესაძლო ეფექტური საშუალების შესახებ გვიამბობს.
რა შეიძლება იყოს კორონა ვირუსისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალება არსებული პანდემიის პირობებში?
გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს ვფიქრობ, უპრიანი იქნება ვიზრუნოთ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - კორონა ვირუსი არ არის მომაკვდინებელი ყველა ინფიცირებულისთვის, ამ ეტაპზე დახურული ქეისების 81% გამოჯანმრთელებით დასრულდა. ანუ, იმ ადამიანებს, ვისაც მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ამარცხებს ვირუსს. ამავე დროს საყურადღებო სტატისტიკაა მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებში - ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, სადაც პრობლემური და ლეტალური გამოსავლის მქონე ქეისების სიჭარბის წამყვან მიზეზად უხშირეს შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იმუნოდეფიციტი სახელდება. აქედან გამომდინარე მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს - ექიმებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ იმუნომოდულაციას, მითუმეტეს ისეთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებით, როგორიც არის ლარიფანი.
რა არის იმუნომოდულაცია და რა განსხვავებაა იმუნომოდულაციას და იმუნოსტიმულაციას შორის და რომელ მათგანს მიეკუთვნება ლარიფანი?
იმუნომოდულატორები „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას, აძლიერებს „დასუსტებული“ იმუნიტეტის მუშაობას და არის შედარებით უსაფრთხო. ხოლო იმუნოსტიმულატორები ახდენს იმუნური პასუხის სტიმულაციას ნებისმიერ შემთხვევაში - რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის სტიმულატორების მიღებამდე და შედარებით უფრო ძლიერ და ხშირ გვერდით მოვლენებს და გართულებებს გვაძლევს.
რომელ მათგანს მიეკუთვნება ლარიფანი და რისთვის გამოიყენება ის?
ლარიფანი არის უსაფრთხო და ეფექტური იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტვირუსული მოქმედებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ლარიფანი ერთმანეთის პარალელურად „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას და ამავე დროს ანადგურებს ვირუსებს, რომლებიც მას იქ დახვდება. ლარიფანი გამოიყენება ორგანიზმის თანდაყოლილი, ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის და ვირუსების ფართო სპექტრთან ბრძოლისთვის. ლარიფანის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც ძალიან სწრაფად ანადგურებს ისეთ ვირუსებს, როგორიცაა გრიპის 2000ზე მეტი შტამი, პაპილომა ვირუსი, ჰერპესი, რინოვრუსები (ანუ გაციების ვირუსები), ებშტეინბარის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერ ვირუსი (ანუ ჩუტყვავილას გამომწვევი), ენტეროვირუსები, ციტომეგალოვირუსი, ჰანტა-ვირუსები, კორონა-ვირუსები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცნობილი კორონა ვირუსების წინააღმდეგ ლარიფანი გამოიყენება ძალიან ეფექტურად.
კონკრეტულად როგორ მოქმედებს ლარიფანი?
ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ, ლარიფანი ააქტივებს ვირუსის ამომცნობ სპციფიურ TLR3 რეცეპტორებს - ანუ ერთგვარ ვირუსების საწინააღმდეგო სიგნალიზაციას, რის შემედეგაც ხდება ინტერფერონების გამომუშავების სტიმულაცია, მომდევნო ნაბიჯი კი არის იმუნიტეტის ყველა რგოლის სრულად ამუშავება. რაც შეეხება მის ანტივირუსულ მოქმედებას - ლარიფანის მოლეკულა თავსდება ვირუსის უჯრედის კედელზე, გამოყოფს ნივთიერებებს (ფერმენტებს), რომლებიც არღვევს ვირუსის კედელს - რის შედეგადაც ვირუსი ნადგურდება.
რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ლარიფანს?
ლარიფანის ის ფორმები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორც წესი - არ იძლევა გვერდით მოვლენებს და მათ არ გააჩნიათ უკუჩვენებები, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ოფიციალური ინსტრუქციები, არამედ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებაც - განსაკუთრებით იმ ფორმებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება წლამდე ასაკში და ორსულებში. ეს არის შედარებით დაბალ დოზიანი ფორმები, თუმცა მიუხედავად დაბალი დოზისა - ისინი ძალიან ეფექტურია ანტივირუსული დაცვის მიმართულებით.
როგორ დავიცვათ ლარიფანით ბავშვები და ორსულები?
ბავშვებში 1 წლამდე ვიყენებთ ლარიფანის მალამოს - ლარიფან უნგოს 0,05%-ს - ცხვირტუჩის მიდამოს დასამუშავებლად დღეში მინიმუმ ოთხჯერადი სქემით - და საბავშვო 0,5მგ სანთლებს, 1 წლიდან ვიყენებთ სპრეის და 1,5მგ რექტალურ სანთლებს, ამ ფორმების გარდა 3 წლიდან ვიყენებთ უკვე საწუწნ ჟელებონებს და ტუჩსაცხსაც და ყველა ეს ფორმა გამოიყენება ორსულებშიც. რაც შეეხება ლარიფანის მაღალ დოზიან ფორმებს 4 მგ სანთლებს და ინექციას - 18 წლამდე და ორსულებში ამ ორი ფორმის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.
რომელი ფორმის გამოყენებაა მიზანშეწონილი მაღალი რისკის ჯგუფებში?
მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ისეთები, როგორიცაა დიაბეტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომის, ასთმის, გულის უკმარისობის, ჰიპერტონიი და სხვა დიაგნოზის მქონე პირები და ხანდაზმულები - ეს არიან გარკვეულწილად იმუნოდეფიციტის მქონე პირები, სადაც იმუნიტეტის მუშაობის მოწესრიგება თავისით ან არ ხდება ან ხდება სუსტად და მალევე დუნდება და უბრუნდება, ასე ვთქვათ, „მიძინებულ“ მდგომარეობას. რა თქმა უნდა ასეთ ჯგუფებშიც აქვს აზრის მალამოს, სპრეის და რექტალური სანთლების აქტიურ გამოყენებას - უბრალოდ ეს არის უფრო ხანგრძლივი და ხშირი კურსები, ვიდრე ახალგაზრდებში და ქრონიკული დაავადებების არ მქონე პირებში, მაგრამ ეფექტი აქაც სახეზე გვაქვს - გრიპისგან, რესპირაციული ვირუსული ინფექციებისგან დაცვის მიმართულებით.
თუმცა დღეისთვის არსებულ მსოფლიო პანდემიის პირობებში, ლარიფანის ავტორი და მწარმოებელი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ემერიტუსი გუნა ფელდმანე - რეკომენდაციას უწევს ლარიფანის ინექციების გამოყენებას CoVid-19ის პრევენციისთვის (ერთჯერადად ან კვირაში ერთხელ). საინექციო ფორმა სპეციალურად შექმნილია მძიმედ მიმდინარე, განსაკუთრებით აგრესიული, ახალი და იშვიათი ვირუსების გასანეიტრალებლად.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ ლარიფანს, როგორც უშუალოდ CoVid-19ის სპეციფიურ სამკურნალო საშუალებას, მაგრამ ავტორი თვლის, რომ ლარიფანის საშუალებით შევძლებთ შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, გამომდინარე იქიდან, რომ ლარიფანი არის ფართო სპექტრის ანტივირუსული პრეპარატი და მისი მაღალეფექტურობა აქამდე ცნობილ კორონავირუსებთან მიმართებაში დადასტურდა არაერთი კლინიკური დაკვირვებით.
ლარიფანის ინექციები ლატვიაში დარეგისტრირებულია, როგორც იმუნომოდულატორი ანტივირუსული მოქმედებით 1990 წლიდან და მას შემდეგ ის გამოიყენება ამ მიმართულებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
დღეისათვის 2019-nCoV მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ავტორი და მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს ლარიფანის ინექციებს და მაღალ დოზიან რექტალურ სუპოზიტორიებს ვირუსით ინფიცირების მაღალ დონეზე პროფილაქტიკისთვის ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
თქვენ თვითონ თუ ხართ ლარიფანის მომხმარებელი?
დიახ, რა თქმა უნდა. მეც, კომპანიის მენეჯმენტიც და ჩვენი გუნდის ყველა წევრიც ლარიფანის სხვადასხვა ფორმებს ვიყენებთ საჭიროებისამებრ. მე, როგორც ექიმი, ხშირად ვურჩევ ლარიფანს ჩემს პაციენტებს და არა მხოლოდ პაციენტებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მათი ოჯახის წევრებს...
რაც შეეხება ლარიფანის ინექციებს, მართალია ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, მაგრამ გამომდინარე ჩვენი მაღალი სოციალური აქტივობიდან, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გაგვეთვალისწინებინა პრეპარატის ავტორის რეკომენდაცია და გამოგვეყენებინა ინექციები საკუთარ თავზე ძლიერი იმუნომოდულაციის მიზნით.
არის თუ არა ხელმისაწვდომი ინექციები სხვა ადამიანებისთვის, მათთვის ვინც არ არის თქვენი გუნდის წევრი ?
ზოგადად ლარიფანის სხვადასხვა ფორმები ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქეში მთელი საქართველოს მასშტაბით. ლარიფანის ინექციების შეძენა კი მომხმარებლებს შეუძლიათ ავერსის აფთიაქებში.
თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ვირუსისგან თავდაცვის ეს ფორმა მსურველებისთვის. თბილისის ერთერთ წამყვან კლინიკაში, წამყვანი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს გაიკეთოს ინექციის საპრევენციო დოზა. ინექციამდე ეს ადამიანები გაივლიან კონსულტაციას ექიმთან, რის შემდეგაც მათ გაუკეთდებათ იგივე კლინიკაში მარტივი ანალიზები, რათა გამოირიცხოს ორგანიზმში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესები და მხოლოდ შემდეგ გაუკეთდებათ ინექცია. კომპანია გასცემს ინექციებს უფასოდ, ხოლო კლინიკა თავის მხრივ სთავაზობს ამ ადამიანებს ფასდაკლებას თავის მომხსახურებაზე - ეს არის კომპანია ლარიფანის და კლინიკის ერთობლივი ძალისხმევა - შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერებაში და ვირუსთან ბრძოლაში, თუნდაც მისგან თავის დაცვის გზით.
ტექნიკურად როგორ მოხდება ეს?
უნდა შეგვეხმიანონ ლარიფანის გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ჩვენ გავწერთ მათ ვიზიტებს კლინიკაში გარკვეული პერიოდულობით, რომ არ იქნას დარღვეული საგანგებო სიტუაციის წესები და იყოს დაცული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდებული სოციალური დისტანცირების წესები და ისინი ერთმანეთს არ შეხვდნენ კლინიკის ტერიტორიაზე და არ მოხდეს რამდენიმე ადამიანის ერთად შეჯგუფება, რის შემდეგაც მათი მონაცემები გადაეცემა კლინიკას და თავად კლინიკა დაუკავშირება მათ.