მოდის ჟურნალი ELLE დერმატოლოგებს ეკითხება თუ რა უნდა დავამატოთ ყოველდღიურ სილამაზის რაციონში კანის სილამაზისთვის. რომელი კომპონენტები ვეძებოთ კოსმეტიკაში, რითი გავიწმინდოთ კანი და ვებრძოლოთ სიმშრალეს.
კარანტინის პირობებში მუდამ შენობაში გვიწევს ყოფნა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ლიპიდური გარსის ჯანმრთელობა დავიცვათ, რომელიც კანს გამოშრობისგან და მექანიკური დაზიანებებისგან იცავს. ამაში დაგვეხმარებიან კოსმეტიკის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა: ცხიმიანი მჟავები, ომეგა 3, ომეგა 6, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, ალოე ვერა.
ანტიქოსიდანტებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში: ისინი ასუფთავებენ კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და ოქსიდაციურ სტრესს ამცირებენ.
უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვისთვის სილამაზის საშუალებების შემადგენლობაში ეძებეთ ვიტამინები C და E, მწვანე ჩაის, ყურძნის კურკების და ჰამამელისის ექსტრაქტები.
ამასთან გახსოვდეთ: კანის მიკრობიომი პასუხისმგებლობას იღებს მის იმუნიტეტზე. როცა 24/7-ზე სახლში იმყოფებით, მიკრობიომი იტანჯება. მას მხარს დაუჭერენ პრობიოტიკები.
თუ სწორად შერჩეული სახლის რუტინა გაქვთ, კარანტინის დროს ნუ შეიცვლით. გონივრული იქნება დაუმატოთ ნიღბები, ზედაპირული პილინგები, შრატები, რომლებიც გააძლიერებენ ყოველდღიური სილამაზის რიტუალის ეფექტს. ასე შეგიძლიათ ნაწილობრივ ჩაანაცვლოთ პროფესიონალური პროცედურები. თუ გრძნობთ რომ საშინაო რუტინა სრულყოფილი არ გაქვთ, რეკომენდაციისთვის ონლაინ კოსმეტოლოგი მოიძიეთ.
დილის და საღამოს წმენდა კანის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს. ქუჩის ან მაღაზიის სტუმრობის შემდეგ, რეკომენდირეულია სახის დამატებითი დაბანა. გამწმენდი საშუალებები ნეიტრალური უნდა იყოს, რათა კანი არ ამოშრეს და დამცავი ლიპიდური გარსი არ დაირღვეს.
თუ კომბინირებული ან ცხიმიანი ტიპის კანი გაქვთ: აირჩიეთ ორი საშუალება: ერთი ნეიტრალური და არააგრესიული, ხოლო მეორე ცხიმიანი ტიპისთვის მჟავების შემცველობით.
როცა დიდხანს ვართ სახლში და სტრესს განვიცდით, ეს კანზეც აისახება. ზოგიერთს ძლიერი სიმშრალე ეწყება, ზოგს კი პირიქით გამოეყოფა ჭარბი ცხიმი და ჩნდება აკნე. ამიტომაც, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია რაციონის და კვების რეჟიმის დაბალანსება. ასევე გონივრულია მოვლაში დაამატოთ აქტიური შრატები. თუ სიმშრალე გაწუხებთ, გამოიყენეთ ჰიალურის მჟავაზე დაფუძნებული შრატები.
თუ ცხიმის გამოყოფა გაიზარდა - შეცვალეთ გამწმენდი საშუალება და რიტუალს დაუმატეთ ნებისმიერი საშინაო პილინგი და ანთების საწინააღმდეგო შრატი.