წარმოგიდგენთ 3 ექიმის მონოლოგს, რომლებიც პანდემიის ცენტრში აღმოჩნდნენ. რა ეხმარებათ მუშაობის გაგრძელებაში, როცა ძალას კარგავენ და რა გამოწვევების წინაშე დგანან ყოველდღიურად? დღეს სამედიცინო პერსონალი დიდ დარტყმას იღებს საკუთარ თავზე. ისინი მუშაობენ დღისით და ღამით, დაივიწყეს ძილი და პირადი ცხოვრება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ. მოვიდა დრო მოვუსმინოთ ნამდვილ გმირებს და დავაფასოთ მათი შრომა.
1. კრისტინა ფრეილერი
German Hospital-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორი ბუენოს-აირესში, არგენტინა.
გუნდი, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობითაა დაკავებული, ჩვენს საავადმყოფოში 4 ექიმს და 3 დამხმარეს მოიცავს. ჩვენ გვერდიგვერდ ვმუშაობთ, იერარქიის გარეშე. რა თქმა უნდა საავადმყოფოს დანარჩენი ნაწილიც თანამშრომლობს ჩვენთან. საქმე რთულია, მაგრამ ჩვენ ყველას მნიშვნელოვანი მიზანი გვაერთიანებს, რისთვისაც ვიღვწით.
ჩემს გრაფიკში კონსულტაციების დრო აღარაა. ჩვენი განყოფილება ისევ იღებს პაციენტებს, თუმცა ბევრ ადამიანს ამ მომენტში ეშინია საავადმყოფოს ეწვიოს. დილით, სანამ მანქანიდან საავადმყოფოს კარებამდე მოვალ ადამიანები მაჩერებენ რომ შეკითხვა დამისვან. ხშირად მირეკავენ და კონრკეტულ სიტუაციებზე მეკითხებიან. მე ყველას ვპასუხობ, რადგანაც დახმარება ყველას სჭირდება.
ვფიქრობ რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი სამსახური ისევ ისეთი იქნება, როგორც ადრე. ზოგადად, ინფექციური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული სამსახური დაფასებული არაა. ეპიდემიის დროს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ვხდებით, მაგრამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვერასდროს ვიღებთ, დაფასება მხოლოდ კრიტიკულ პერიოდებში ხდება. ის რასაც ვიღებთ - დამატებითი საქმეა. ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარ თავზე დატვირთვის გაზრდას. ცოტა ხნის წინ ერთი ესპანელი მეცნიერის სიტყვას მოვუსმინე, რომელმაც განაცხადა დაერეკათ მესისთვის ან რონალდოსთვის რათა მათ ამ ვირუსის მედიკამენტი შეექმნათ, რადგანაც მეცნიერებს მათთან შედარებით ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ეს რა თქმა უნდა ირონიული იყო, მაგრამ მცირე ჭეშმარიტება იმალებოდა.
2. მარტინა დომენიჩი
იტალიელი სტუდენტი, რომელიც მოხალისედ ჩაერთო და ახლა ინფექციურ საავადმყოფოში მედდად მუშაობს
27 წლის ვარ და ზოგიერთი ამბობს რომ ბუნებრივი ნიჭი მაქვს „დავინახო“ ადამიანების სული. ამიტომაც გასულ წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში „სხეულის ენა“ და მოვყევი ისტორია ტრანსგენდერ ადამიანზე. უკანასკნელ პერიოდში რა თქმა უნდა, გვიწევს დავივიწყოთ უწყინარი შეხვედრები ყავაზე, წერა და მსგავსი საქმიანობა. მივხვდი, რომ ახლა საავადმყოფოს ვეკუთვნი. ახლა მედდა ვარ!
გადავწყვიტე ჩემს იტალიას დავხმარებოდი, რადგანაც სამედიცინო პერსონალი ახლა ძალიან გვიჭირს. ამიტომაც, კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანების განყოფილებას მივმართე. ეს ჩემი საქმეა. მე არ შემიძლია ის არ ვაკეთო. - ამას ვეუბნები მათ, ვინც მეკითხება თუ რატომ ვარ აქ. სმენებს ვაბავ, ვრჩები პალატაში, მაგრამ იტალიის სააავადმყოფოებში დაძაბულობა ყოველდღე მატულობს. ჩემი ტვინი ახლა საოცრად გადატვირთულია.
3. ერნესტინა ანგაროლა
სამედიცინო პრაქტიკებს გადიოდა ესპანეთში, მაგრამ პანდემიის გამო ბუენოს-აირესს დაუბრუნდა, რათა თანამემამულეებს დაეხმაროს.
როცა სამედიცინო რეზიდენტურის გავლა ესპანეთში დავიწყე, კატალონიაში კორონავირუსის მხოლოდ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო, მაგრამ დაინფიცირებული ადამიანების ციფრმა ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. სიტუაციის გასამკლავებლად საავადმყოფომ ოპერატიულად მიიღო დამატებითი პროტოკოლი ესწავლებინა იმ პერსონალისთვის, რომლებიც დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობდნენ. მაგრამ ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდებოდა. 14 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დაიწყო კარანტინი. ჩემი პროგრამა შეჩერდა. გადავწყვიტე სამშობლოს დავხმარებოდი.
დავბრუნდი ბუენოს აირესში და იტალიურ საავადმყოფოში (Italian Hospital) ვმუშაობ, რომელიც ყველა თავის რესურსს იყენებს პანდემიასთან საბრძოლველად. ახლა ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია. სოლიდარულობის დროა. დროა ვისწავლოთ სხვა ადამიანების გათვალისწინება და მათ ადგილას საკუთარი თავის დაყენება. ჩვენ, როგორც პროფესიონალები, საავადმყოფოებში მოწინავე პოზიციებზე ვდგავართ. მაგრამ ყველა ვალდებულია სხვას დაეხმაროს: მნიშვნელოვანია თანამშრობლობა, კარანტინის დაცვა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინება.