ჩვენს სხეულში არსებული ყველა სისტემის მსგავსად, ტვინსაც გარკვეული ლიმიტები აქვს თუ რისი მიღწევა შეუძლია. ფსიქიატრი და მედიცინის დოქტორი რიჩარდ დეი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ გამოცდილებას გვიზიარებს. "თუ გვინდა სწრაფად ვირბინოთ, უფრო შორს გავცუროთ და უფრო მეტი სიმძიმის მქონე ნივთი ავწიოთ, მოვნახავთ არსებულ გზებს მათ მისაღწევად, მაგრამ იგივე შეიძლება ვთქვათ ტვინზე? ჯერ უნდა დავფიქრდეთ რას მივიჩნევთ გონებრივ სიძლიერედ. პირველ რიგში, ეს არის - მეხსიერება. ასევე, კონცენტრაცია, სისწრაფე და სივრცითი ცნობიერება. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი ტვინის სტიმულირებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაზრდისთვის და მათ განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდებათ."
#1 მეტი და უკეთესი ძილი
ძილს ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. არამხოლოდ დროს, არამედ ძილის ხარისხსაც უდიდესი მნიშნელობა აქვს. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ინდივიდუალების მეხსიერება გამოსცადეს და სახელების დასახელება სთხოვეს. ექსპერიმენტის შუაში ადამიანების ნაწილს 90 წუთი ჩათვლების საშუალება მისცეს, მეორეს არა. მათ, ვისაც ეძინა, სხვებზე 20%-ით უკეთესი შედეგები აჩვენა. მგავსმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ღამის კარგი ძილი მეხსიერებას აუმჯობესებს და დღის მანძილზე ბევრი რამის სწავლის საშუალებას გვაძლევს.
#2 ფიზიკური აქტიურობა
სისწრაფის განვითარებაც ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობებზე გვაფიქრებს: რამდენად სწრაფად შეგვიძლია კონკრეტული დავალების შესრულება. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სისწრაფე იკლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ვარჯიშობენ, ასაკთან ერთად სისწრაფის ხარისხი მეტად განვითარებული აქვთ ვიდრე სხვებს. ამიტომაც ტანის აქტიურობა, გონების ვარჯიშზეც ახდენს გავლენას.
#3 ყავა კონცენტრაციისთვის
ტვინის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი კონცენტრაციაა. თუ ვერ შევძლებთ გონება მივმართოთ ერთ საგანზე ან იდეაზე, გაგვიჭირდება რამის შესრულება. ცოტაოდენი ოცნება ნორმალურია, თუმცა სრული უუნარობა ვკონცენტრირდეთ, პრობლემას ქმნის. 30-300 მილიგრამი კოფეინის დოზა (ესპრესოს ერთ ჭიქაში 75 მილიგრამია), ავითარებს ისეთ კოგნიტურ მახასიათებლებს, როგორებიცაა: ყურადღება, სიფხიზლე და რეაქციის დრო. კოფეინი ცნობილია როგორც შემეცნების და მეხსიერების გამაძლიერებელი საშუალება.
#4 "თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ"
დიეტის და რაციონის როლი მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ზოგიერთ საკვებს კოგნიტურ ფუნქციებზე პირდაპირი გავლენა აქვს. მაგალითად, პოლიფენოლით სავსე პროდუქტები აფერხებს ასაკის თანმდევ შემეცნების და მეხსიერების გაუარესებას, ასევე, აუმჯობესებს ყურადღებას ახალგაზრდებში.
#5 არ დაგავიწყდეთ მიკრობიომის მდგომარეობა
მიკრობიომი მილიარდობით მიკროორგანიზმია, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრობენ. მათი როლის შესწავლა უამრავი კვლევის საგანი ყოფილა. ნაწლავის ბაქტერიები გამოყოფენ ქიმიკატებს, რომლებიც გონებრივ ზრდას უწყობენ ხელს. კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა კოგნიტურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი სახეობის ბაქტერია პარკინსონის დაავადების რისკსაც კი ამცირებს.
#6 წიგნები
IQ-ს გაზრდის ყველაზე ძლიერი მეთოდი განათლებაა. ამიტომაც, თუ სერიოზულად ფიქრობთ ტვინის სტიმულირებაზე და გონებრივ გაუმჯობესებაზე, მიუბრუნდით წიგნებს.