უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ გავრცელებული COVID 19-ის მთავარი სიმპტომები მშრალი ხველა, სიცხიანობა და სუნთქვის უკმარისობაა. თუმცა, ვირუსის შესახებ ბრიტანელი ექსპერტები ახალ დეტალებს აჟღერებენ.
ამჯერად საქმე სიმპტომებს ეხება, რომლებიც შესაძლოა კორონავირუსის ყველაზე ადრეული სტადიისთვის იყოს დამახასიათებელი. მათი თქმით, ამ სიმპტომებს ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება მიეკუთვნება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ყნოსვის უნარის დაქვეითება ჩვეულებრივი გრიპის თანმდევი მოვლენაცაა, თუმცა დაინფიცირებულთა დაკვირვებით, ამ ყველაფრის კორონავირუსთან დაკავშირება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეონს დაკვირვება, თუ რა დროის პერიოდში ბრუნდება შეგრძნებები და ხომ არ არის ეს სამუდამო ეფექტი.