გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ადამიანის აზრით, ბაქტერიები, რომლებსაც ჩვენი სამოსი ატარებს, საფრთხის შემცველია განსაკუთრებით იმ პანდემიის დროს, როცა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საკითხის შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ.
ერთ-ერთ ბრიფინგზე ექიმი ჯენი ჰარისი სწორედ ამ თემას შეეხო. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვირუსი უფრო დიდხანს რჩება მყარ ზედაპირებზე, ვიდრე რბილ მატერიაზე, როგორიცაა მაგალითად სამოსი, მაგრამ რეკომენდებულია სამოსის გარეცხვა, როგორც კი შინ ბრუნდებით. უმჯობესია, თუ ფრთხილი მოქმედებებით მოათავსებთ მათ სარეცხ მანქანაში, რათა თავიდან აირიდოთ ოთახში ბაქტერიების გავრცელება,"- აღნიშნა მან.
ჰარისმა ასევე ისაუბრა სავარაუდო პროგნოზებზეც, "თუ მოსახლეობა გაითვალისწინებს ჩვენს ყველა რეკომენდაციას და შეწყვეტს სოციალურ ინტერაქციას, ვფიქრობთ, ორ-სამ კვირაში სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესების მომსწრე გავხდებით მთელი მსოფლიოს მასტაბით!".