მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები, ბარები, კლუბები, სკოლები და რესტორნები დაიკეტა და მოსახლეობა თვითიზოლაციის რეჟიმშია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მაინც უხდება გარეთ სიარული. ზოგი არ ითვალისწინებს ვირუსის მიერ გამოწვეულ გარემოებებს და აუცილებლობის გარეშე მოძრაობს. თუ თავად გიწევთ სახლიდან გასვლა, გიფიქრიათ როგორ მოუაროთ ტანსაცმელს? როგორ იქცევით სახლში დაბრუნებისას?
ცნობილია, რომ ვირუსი გარკვეულ ზედაპირებზე სხვადასხვა დროს ძლებს. მაგალითად, პლასტიკურ ნივთებზე 3-4 დღეც კი ნარჩუნდება. სამწუხაროდ რთულია განვსაზღვროთ მისი ქმედება, როცა საქმე ჩვენს სამოსთან კონტაქტს ეხება. ვირუსის მასზე მოსახვედრად საკმარისია ვინმემ ახლომახლოს დაახველოს.
ოფიციალური დრო თუ რამდენ ხანს ჩერდება ვირუსი ქსოვილზე უცნობია, თუმცა ექსპერტებს სჯერათ, რომ ის რბილ ზედაპირებზე ნაკლებად ახერხებენ გადარჩენას. ისინი გვირჩევენ, რომ კორონავირუსის პოტენციური გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით რამდენიმე ნაბიჯი უნდა შევასრულოთ.
1. სარეცხის ყუთში ერთჯერადი გამოყენების პარკი მოათავსეთ, იმის მაგივრად რომ უბრალოდ ჩაყაროთ ჭუჭყიანი ტანსაცმელი მასში.
2. გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ სარეცხის ყუთს.
3. ნუ შეაჯანჯღარებთ გასარეცხ სამოსს, რათა ვირუსის ჰაერში გავრცელების რისკი შეამციროთ.
4. გარეცხეთ ტანსაცმელი რეკომენდირებული ტემპერატურების ყველაზე თბილ მაჩვენებელზე.
5. გაიკეთეთ ხელთათმანები თუ უნდა შეეხოთ იმ ადამიანის სამოსს, რომელიც ავადაა და მაშინვე დაიბანეთ ხელები როცა ხელთათმანს მოიხსნით.
6. მაღალი რისკის შემცველი ნივთები ცალკე გარეცხეთ და არა სხვა ნივთებთან ერთად.