წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი ღიმილი, თუმცა გარდა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. რაზეა დამოკიდებული კბილების სიჯანსაღე, როგორ შევინარჩუნოთ სითეთრე და დავიცვათ კბილები დაზიანებისაგან – ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სტომატოლოგი ელენე შამუგია გიამბობთ.
როდის გადაწყვიტეთ თქვენი ინტერესის სტომატოლოგიაზე შეჩერება?
ბავშობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე და როდესაც ამის დრო მოვიდა არჩევანი სტომატოლოგიაზე გავაკეთე. მსურდა ბევრი ჯანსაღი ღიმილი ყოფილიყო ჩემს გარშემო, რადგან ვთლი, რომ ყველაფერი სწორედ ლამაზი ღიმილიდან იწყება და ადამინის იმიჯზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
რაზეა დამოკიდებული კბილების სიჯანსაღე?
ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორია და მისი შენარჩუნება ჩვენთვის ყოველდღიური საზრუნავია, რაც პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაში გამოიხატება.
როგორ შევინარჩუნოთ სითეთრე და დავიცვათ კბილები დაზიანებისაგან?
კბილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა ნებისმიერ ასაკში, წელიწადში ორჯერ მიმართოს სტომატოლოგს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.
ასევე ძალიან მნიშვნლოვანია პროფილაქტიკური მანიპულაციის, კბილების პროფილაქტიკური წმენდის ჩატარება, რომლის დროსაც ხდება ნადების მოშორება, თუ რაიმე პრობლემაა პირის ღრუში საწყის ეტაპზე აღმოჩენა და მისი მკურნალობა, შემდგომ კი შეგვიძლია მივმართოთ კბილების ქიმიურ გათეთრებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მანიპულაცია სტომატოლოგიურ კაბინეტში და სტატისტიკურ კვლევებსაც თუ გადავხედავთ შემიძლია ვთქვა, რომ ლამაზი, ჯანმრთელი და თეთრი ღიმილი ითვლება როგორც კარიერულ ისე პირად ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად.
რას ნიშნავს კბილის ქიმიური გათეთრება და აზიანებს თუ არა ის ემალს?
კბილის ქსოვილის გაჯანსაღება და გათეთრება სპეციალური მათეთრებელი გელის საშუალებით მიმდინარეობს. მათეთრებელი გელი გამოყოფს ჟანგბადის თავისუფალ რადიკალს, რომელიც კბილის ქსოვილის პიგმენტს ჟანგავს და იწვევს კბილის გათეთრებას. კერძოდ, გელს დავიტანთ კბილზე და მასზე ვზემოქმედებთ ჰალოგენური ნათურით, რაც არ იწვევს კბილების გადახურებას და არ აზიანებს ემალს. ამ პროცედურით კბილი 4-6 ტონით თეთრდება და პროცედურა ორივე ყბაზე 45 წუთი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკინვეულოა. ეფექტი ნარჩუნდება 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. გააჩნია, პაციენტი რამდენად გაითვალისწინებს გათეთრების შემდგომ რეკომენდაციებს.
გათეთრების შემდგომ რა რეკომენდაციას იძლევით?
კბილის გათეთრების შემდგომ აუცილებელია პაციენტი გარკვეული დროით ქრომოგენულ დიეტაზე იყოს, ანუ თავი შეიკავოს ნებისმიერი პიგმენტური საკვებისგან, ეს არის ყავა, ჩაი თუ წითელი ღვინო. ასევე ხშირია მანიპულაციის შემდგომ მგრძნობელობის მომატება, ეს რომ თავიდან ავირიდოთ უნდა გაიაროთ სტომატოლოგთან კონსულტაცია გათეთრებამდე დაახლოებით 14 დღით ადრე.
რა მეთოდებით მკურნალობთ პაციენტებს?
კლინიკაში ხორციელდება თანამედროვე სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი: რენტგენოლოგიური კვლევა, მოზრდილთა და ბავშვთა თერაპია, მოზრდილთა და ბავშვთა ქირურგია, ორთოდონტია, კბილების პროფესიული წმენდა და გათეთრება ZOOM-ის თანამედროვე აპარატით, ორთოპედია და ყბა-სახის ქირურგია. მკურნალობა მიმდინარეობს წამყავნი, ხარისხიანი მასალებით და ტექნიკით, რაც ხარისხიანი სამუშაოს ჩატარების საშუალებას იძლევა.