ბევრ ადამიანს არ აქვს მოწყობილი კაბინეტი სახლში, ამიტომაც ამ რთულ პერიოდში მუშაობა ხშირ შემთხვევაში დივანზე ან სავარძლებზე გვიწევს. არასწორი ჯდომა, ხერხემლისა და კისრის ტკივილი ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ გთავაზობთ 6 ვიდეოს სხეულის სხვადასხვა ნაწილის გასავარჯიშებლად.
#1 გაწელვა მაგიდასთან
ფიზიოთერაპევტი 7 სავარჯიშოს გვთავაზობს, რომლებსაც მაგიდასთან შეასრულებთ. თუ დრო არ გაქვთ დღეში მხოლოდ ერთი გააკეთეთ.
#2 იოგა მათთვის, ვინც მთელი დღე კომპიუტერთან ზის
ეს მარტივი სავარჯიშოები დაგეხმარებათ მოადუნოთ ფეხები, ზურგი, მკერდი და მხრები დამღლელი დღის შემდეგ.
#3 პილატესი
თუ პილატესს ამჯობინებთ, ლოტა მერფის უყურეთ, რომელიც მოგადუნებთ სკამზე ან სავარძელზე გატარებული დღის შემდეგ.
#4 ხელების და თითების ვარჯიში
ეს კომპლექსი დაგეხმარებათ ხელის კუნთების და თიტების ელასტიურობის დაბრუნებაში.
#6 ვარჯიში მოხრილობის წინააღმდეგ
ეს მარტივი ტექნიკა მომრგვალებული ზურგის გამოსწორებაში და კისრის ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.