სახლში იზოლირებულად ყოფნა კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა, თუ თქვენ გიწევთ ონლაინ მუშაობა და კომპიუტერის ეკრანთან ახლოს ხშირად ყოფნა, მაშინ სახლში დამზადებული სახის ეს ნიღბები თქვენი კანის გასაწმენდად და დასამშვიდებლად საუკეთესო არჩევანია.
1. ერთი სუფრის კოვს კოვზ ნალექიან ყავას დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის კარაკი და 1/2 ჩაის კოვზი შაქარი. მასა კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ნარევი სახეზე წაისვით და ხელის წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ 10-15 წუთიანი მასაჟი. ნიღაბი ეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოშორებაში. (ნიღბის ჩამობანვის შემდეგ სახეზე დარჩენი ქოქოსის ზეთი სურვილისამებრ შეგიძლიათ კანზე შეიშროთ, რადგან ზეთი კანის ღრმად დატენიანებას უწყობს ხელს).
2. ერთი კვერცხის ცილას დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1/2 ჩაის კოვზი ლიმონი, მასა ერთმანეთში ავურიოთ და მასა წავისვათ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაშ. ნიღაბი კანს ეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და დატენიანებაში.
3. 1/2 ავოკადოს დავუმატოთ 1/4 კიტრი და კარგად დავაბლენდეროთ. კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომაც კარგად ეხმარება აღნიშნული ნიღაბი კანს დატენიანებაში, ასევე ავოკადო წმენდს კანს და ჯანსაღ იერს მატებს მას. (ნიღაბის გაჩერება სახეზე შეგიძლიათ 10-25 წუთის განმავლობაში).