დასაბამიდან დღემდე ადამიანში არასდროს დამცხრალა სილამაზისკენ ლტოლვის დაუოკებელი სურვილი. მხოლოდ გარეგნობის შეფასების კრიტერიუმები იცვლებოდა პერიოდულად. ჯერ პლასტიკური ქირურგიის, მოგვიანებით კი ესთეტიკური მედიცინის აღმოცენება-განვითარებამ სილამაზე ყველასთვის ხელშესახები გახადა, რითაც საფუძველი დაუდო ახალ ეპოქას, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი კორექტირების შეტანა თავიანთ სხეულში, რათა მოსწონდეთ საკუთარი თავი და დაძლიონ ხელისშემშლელი კომპლექსები.
Dr. Dalika-ს ესთეტიკის ცენტრი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისთვისაც საქართველოში გავრცელებული შაბლონები მოსაბეზრებელია. აქ დაგხვდებათ ესთეტიკის განსხვავებული კონცეფცია, მაღალი ხარისხის მომსახურება და დახვეწილი ინტერიერ-ექსტერიერი: აქსესუარებით გამდიდრებული, მოდერნისტული ავეჯისა და ფერების ელეგანტური შერწყმა, პანორამული ხედი ვერანდიდან, გამჭვირვალე, შუშის ჭერი, რომელიც თითქოს ცას უერთდება... ამ ელემენტების კომბინაცია თამამად არღვევს სამედიცინო დაწესებულებების სტერეოტიპს. აქ ლაზერული აპარატების, კოსმეტოლოგიისა და მანუალური პროცედურების სრული სპექტრია წარმოდგენილი. Dr. Dalika მომხმარებელს ბოლო ტენდენციებსა და ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს. „დოქტორ დალიკას“ კლინიკაში თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალთა ხელში აღმოჩნდება.
თამთა შედანია: „არაპროფესიონალებთან ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩემს სილამაზეს ყოველთვის ვანდობ მათ, ვინც ღრმადაა ჩახედული ესთეტიკურ საკითხებში. Dr. Dalika-ს ხშირი სტუმარი ვარ, რადგან იქ არის არაჩვეულებრივი გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და უახლესი ტექნოლოგია“.
მინდა დალიკა ანდღულაძეზე გიამბოთ... პროფესიით დერმატო-ვენეროლოგმა, სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში 12 წელი გაატარა, სხვადასხვა კლინიკაში მთავარი ექიმის პოზიციაზე მუშაობდა. პაციენტების სიმრავლემ საკუთარი „სილამაზის ლაბორატორიის“ გახსნა გადააწყვეტინა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო დალიკას დიდი ხნის ოცნებამაც − სურდა, წარმატებული პლასტიკური ქირურგი გამხდარიყო, მაგრამ ვინაიდან პლასტიკური ქირურგია დაკავშირებულია განათლების ხანგრძლივ პროცესთან, დალიკამ ეს სურვილი ინიექციური და კონტურული პლასტიკის საშუალებით აიხდინა − ასე აღმოჩნდა Dr. Dalika მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სფეროში, სადაც სახისა და სხეულის მოდელირება-კორექციისთვის ფილერებს იყენებენ.
Dr. Dalika: „დღევანდელ რეალობაში პაციენტების უმრავლესობა სახის მოცულობის კორექციასა და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის უამრავ ხერხს მიმართავს. მათ შორის ყველაზე დიდი მოთხოვნაა კონტურულ პლასტიკაზე ფილერების საშუალებით. ცხვირის, ყვრიმალების, ტუჩისა და წარბის ფორმების კორექცია“.
დალიკა ანდღულაძე პაციენტს სთავაზობს ბოლო თაობის აპარატურასა და ინოვაციებს. მისი კლინიკა აღჭურვილია 21-ე საუკუნის უახლესი ლაზერული დანადგარებითა და უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით, რაც სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიაა.
ცნობილი ადამიანებისთვის (რომელთა დასახელება არ შეგვიძლია, ვინაიდან კლინიკას ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკა აქვს) Dr. Dalika-ს სახელი ცხვირთან ასოცირდება, რადგან მის კაბინეტში შესაძლებელია სულ რაღაც 2-3 წუთში ისეთ სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება, როგორიცაა კეხი, დაშვებული ცხვირის წვერი, გაფართოებული ნესტოები, ასიმეტრია, ოპერაციისგან დატოვებული ხარვეზები. თავად დალიკა ვარაუდობს, რომ უსისხლო რინოპლასტიკის განსაკუთრებულ პოპულარობას კავკასიური გენი განაპირობებს.
Dr. Dalika: „ყველა პროცედურას პაციენტს ინდივიდუალურად ვარგებ და სასურველი ეფექტის მისაღებად გარკვეულ კომბინაციებს მივმართავ. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრეპარატზე. საშუალოდ, ცხვირი ახალ ფორმას ინარჩუნებს წელიწადნახევრიდან ორ წლამდე. შემდეგ პაციენტი ან ხელახლა მიმართავს კორექციას, ან უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ზოგადად, ესთეტიკური მედიცინა მნიშვნელოვანი მიგნებაა სწორედ იმიტომ, რომ არჩევანის შესაძლებლობას იძლევა. თუ ადამიანს არ სურს სამუდამოდ დაემშვიდობოს თავის ნაკვთებს, დროებით შეიცვლის. მეტიც – შეუძლია მიჰყვეს მოდას. მოგეხსენებათ, ისევე, როგორც ჩაცმულობაში, ესთეტიკურ მედიცინაშიც არსებობს გარკვეული ტრენდები. მაგალითად, ამ პერიოდში მოდაშია ოთხკუთხედი ყბები. რა თქმა უნდა, გავა დრო და მოდა შეიცვლება. პროცედურების მთელი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ტენდენციებთან ერთად, შენც გამუდმებით იცვლები“.
ლალი ტოტიკაშვილი: „სახლის პირობებში შეიძლება სცადო თავის მოვლა, მაგრამ უკეთესია ეს საკითხი პროფესიონალებს მიანდო. Dr. Dalika დეტალებზეა ორიენტირებული და სიფრთხილით ეკიდება პაციენტს, სწორედ ამიტომ მას თვალდახუჭული ვენდობი. გარეგნობაში უხეშ ჩარევას არც ერთი მივესალმებით და, ალბათ, სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით კომფორტულია მასთან ვიზიტი“.
Dr. Dalika-ს კლინიკაში პაციენტების მიერ ყველაზე მოთხოვნად პროცედურებში შედის: ფრაქციული გაახალგაზრდავება ლაზერით, რაც გულისხმობს ხუთწუთიანი პროცედურით კანის 10 პრობლემის აღმოფხვრას; აგრეთვე, CO 2-ის ქირურგიული ლაზერი, რომელიც მარტივად უმკლავდება ნაწიბურებს, სტრიებს, ლაქებს, მოდუნებულ კანსა და ნაოჭებს. რეაბილიტაციის პერიოდისთვის კი საჭიროა მხოლოდ 3-4 დღე. CO 2-ის ეფექტი დაკავშირებულია კანის რეგენერაციის უნართან. ახალი კანი ყოველთვის ელასტიკური, ბუნებრივი და გლუვია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული პროცედურა მკურნალობის ყველაზე ბუნებრივ საშუალებად მიიჩნევა. Monalisa Touch 2 კი გახლავთ ლაზერი უნიკალური ეპილატორით, რომელიც აგვარებს გინეკოლოგიურ და უროლოგიურ პრობლემებს. მაგალითად, ანორგაზმიას და შარდის შეუკავებლობას. ამასთან ერთად, ლაზერის დახვეწილი სხივი უზრუნველყოფს ვაგინის უნიკალურ გაახალგაზრდავებას. Dr. Dalika-სთან მკურნალობენ ჭარბთმიანობასაც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში. ჭარბთმიანობის დასამარცხებლად გამოიყენება სამკურნალო ლაზერი 3 სხივით, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის კანსა და ბოლქვზე.
ნათია შელეგია: „ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო დიდ დროს მოითხოვს თავის მოვლა. იმისათვის, რომ ქალმა თავდაჯერებულობა იგრძნოს, აუცილებლად უნდა მიხედოს კანს, სახესა და სხეულს. Dr. Dalika-ს გამოვარჩევდი პაციენტების გარეგნობისადმი ესთეტიკური მიდგომით: ის ყოველთვის ბუნებრივობას უნარჩუნებს ქალებს, არც ზედმეტი ინიექციური ჩარევების მომხრეა“.
ცხოვრების აჩქარებული ტემპი გვაიძულებს თავით გადავეშვათ საქმესა და მოვალეობებში. ბევრი ჩვენგანი დედაა, შვილია, საქმიანი ლედია, სამსახურში ყველაზე დატვირთული თანამშრომელია, ან უბრალოდ, ცდილობს ყველაფერს ერთდროულად გაუმკლავდეს და ამ ბრძოლაში საკუთარი თავი ავიწყდება. თუ გვსურს, მორგებული სტატუსები და ჩვენდამი მოლოდინი გავამართლოთ, უპირველესად, ჩვენთვის უნდა გამოვყოთ დრო და ფინანსები, რადგან ლამაზი, მოვლილი ქალი სასურველია შინაც, სამსახურშიც და ნებისმიერ სხვა ასპარეზზეც. აგრეთვე, სხვების გასაბედნიერებლად საჭიროა ჯერ თავად ვიგრძნოთ ბედნიერება... ის კი არასოდეს აღმოცენდება, სანამ საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად არ ვიგრძნობთ.
ტელ: 595817777
მის : ი. აბაშიძის #70
Dr.dalika’s aesthetic centre