კოსმეტოლოგი თეა მრევლიშვილი, რომელიც ამჟამად სილამაზის ცენტრ BE ONE-ში მუშაობს, ამავდროულად სერტიფიცირებული ექიმია, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს კანის პრობლემების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მან გადამზადება საზღვარგარეთ გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა; ყოველწლიურად ესწრება კონგრესებს და ესთეტიკის სფეროში მსოფლიოს წამყვანი სპიკერების გამოსვლებს. უკვე 14 წელია, რაც ქალების სილამაზეზე ზრუნავს. თეა ფლობს ისეთი მანიპულაციების თანამედროვე მეთოდიკას, როგორიცაა ინიექციური საშუალებები: ფილერი, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია. გარდა ამისა, მანდილოსნებს სთავაზობს სახის კონტურინგსა და ცხვირ-ტუჩის კორექციას. OK!-იმ გადაწყვიტა გაეგო, რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები და რა მეთოდით ასრულებს მას თეა მრევლიშვილი.
თეა, დაგვისახელეთ კანის ყველაზე გავრცელებული პრობლემები.
გავრცელებულია ასაკობრივი აკნე, კანის მომატებული ცხიმიანობა ან პირიქით − სიმშრალე. ქალბატონები დიდ ყურადღებას აქცევენ ზედაპირულ და მიმიკურ ნაოჭებსაც. აკნეს მკურნალობისას ყველაზე უპრიანია სახის პილინგი, სიმშრალესთან დაკავშირებულ დისკომფორტს ვმკურნალობ დატენიანებით. აქტიურად ვიყენებ ბიორევიტალიზაციას, ფილერებსა და კოლაგენს.
რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობის დაწყებამდე?
არასწორი კოსმეტოლოგიური ჩარევა გამოიწვევს გარკვეულ გართულებებს: გაამწვავებს გამონაყარს, წარმოშობს აკნესა და ლაქებს. კოსმეტოლოგიური და დერმატოლოგიური პრობლემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ დიაგნოსტიკისას შეცდომის დაშვების შანსი მაღალია. კოსმეტოლოგი აუცილებლად გარკვეული უნდა იყოს დერმატოლოგიაში. მჯერა, რომ როცა საკითხი ეხება ესთეტიკას, კოსმეტოლოგიასა და მედიცინას, სწავლის პროცესი დაუსრულებელია და საჭიროა ფეხი აუწყო თანამედროვეობას.
რომელ ბრენდს ენდობით?
ბოლო წლების განმავლობაში ესთეტიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, ინერგება ახალი პრეპარატები და ტექნოლოგიები, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს აზრთა სხვადასხვაობას ექიმებსა და პაციენტებს შორის. თუ პაციენტისთვის მნიშვნელოვანია მიღებული შედეგის ხანგრძლივობა, ექიმისთვის პრიორიტეტულია მისი უსაფრთხოება. არსებობს „რესტილაინის“ პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს როგორც პაციენტის, ასევე ესთეტიკოსის მოთხოვნებს. „რესტილაინს“, უპირველესად, ვირჩევ იმიტომ, რომ პრემიუმკლასის ბრენდია. მას საუკუნოვანი ისტორია აქვს და მსოფლიოში ხარისხის სტანდარტად მიიჩნევა. ჯამში გაყიდული 40 მილიონი ნემსი ადასტურებს მომხმარებელთა კმაყოფილებას.
რომელ პროცედურას მიმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა არის ტუჩის აუგმენტაცია „რესტილაინის“ ქისის საშუალებით. „რესტილაინი“ საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ სახეზე ისე, რომ შევინარჩუნოთ პაციენტის სახის ბუნებრივი გამომეტყველება. ასევე, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ცხვირის არაოპერაციულ რინო-მოდელირებაზე, რისთვისაც მე ვიყენებ „რესტილაინის“ ლიფტს, რომელიც პორტფოლიოდან გამოირჩევა ყველაზე მაღალი სიმკვრივით.
აზაფხული მოდის. რა სახის პროცედურები უნდა ჩავიტაროთ კანის გამოსაცოცხლებლად?
ზამთარი აზიანებს კანს და აშრობს, ამ შემთხვევაში ზუსტი მიგნებაა კოლაგენოთერაპია, რომელიც ერთდროულად 10 პრობლემას აგვარებს: ნაიარევები, გამონაყარი, ნაწიბურები, ფორები, სიმშრალე და ა.შ. ვფლობ სპეციალურ ტექნიკას, რომელიც 2-3 პროცედურაში გვაძლევს ზუსტად ისეთ შედეგს, როგორსაც მიიღებდით 5-6 პროცედურის ჩატარების შემთხვევაში. კოლაგენოთერაპიის ეფექტი მუდმივია, ვინაიდან წარმოიშობა ახალი უჯრედები.
დარჩა თუ არა ესთეტიკის სფეროში გამოწვევა, რომელსაც შეეჭიდებოდით?
„კადავერის კურსი“ უნდა გავიარო. ეს არის კოსმეტოლოგიაში ყველაზე მაღალი საფეხური, ერთგვარი ქირურგიული განხრაა. ეს გამოცდილება საშუალებას გაძლევს მომავალში სრული სიზუსტით შეასრულო ყველა პროცედურა, ვინაიდან ცოდნას გიღრმავებს ანატომიაში.
სილამაზის ცენტრი BE ONE
მის: ი.აბაშიძის 34
ტელ: 032 2 90 71 71; 593 39 03 27
FB: DR.TEA MREVLISHVILI