ჟურნალმა OK! „ჯადოსნურ ოთახს“ მიაგნო... მოკალათდებით სავარძელზე, ჩართავთ სასურველ მუსიკას და სალონის პერსონალი პრემიუმმომსახურების მრავალფეროვან სპექტრს შემოგთავაზებთ. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ გაიხსნა საქართველოში სილამაზის ცენტრი „ჟან ლუი დავიდი“ და რას სთავაზობს იგი თავის სტუმრებს. ბრენდის წარმომადგენელმა − ნონა მაჭავარიანმა საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ხარისხი ფასზე მაღალია.
პროფესიით ექიმი, 20-წლიანი ბიზნესგამოცდილებით – ნონა მაჭავარიანის სახელს უკავშირდება საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების შემოყვანა, როგორიცაა Dolce&Gabbana, Armani, Commes des garcon, Max Mara, Cucci, Prada, Yohji yamamoto და სხვა მრავალი. ერთ-ერთი პირველი ბრენდული სალონის გახსნაც თბილისში მის სახელს უკავშირდება.
2020 წელი დიდი სიახლით დაიწყო. თბილისში, აბაშიძის 41-ში ცნობილ ფრანგულ ბრენდ Jean Louis David-ის პირველი ფრანჩაიზული სილამაზის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
Jean Louis David მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ქსელი 1961 წელს საფრანგეთში, ფრანგ სტილისტ ჟან ლუი დავიდის მიერ შეიქმნა და თმის მოვლის მიმართულებით ფუძემდებლად მიიჩნევა. Jean Louis David-ი დღეს მსოფლიოს 30 ქვეყანაში 3000-ზე მეტი სალონით არის წარმოდგენილი და თმის მოვლის უმაღლესი ტექნოლოგიით გამოირჩევა. PROVALLINCE-ჯგუფში შემავალი ბრენდი Jean Louis David ყოველწლიურად 50-ზე მეტ ახალ ფილიალს ხსნის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ემსახურება 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ახლა უკვე მათ შორისაა თბილისიც.
Jean Louis David თბილისი ნამდვილად გამორჩეული სივრცეა. აქ ერთდროულად შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება მიიღოს მსურველმა: თმა, სხეული და სახის კანი. ყოველივე ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ნონა მაჭავარიანი გვიამბობს.
ნონა, გვიამბეთ მომსახურებაზე, რომელსაც Jean Louis David სთავაზობს მომხმარებელს.
საქართველოში მსოფლიო ბრენდ Jean Louis David-ის შემოყვანა განაპირობა თავად მომხმარებლის მოთხოვნამ, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება და შეიძინოს მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქცია. Jean Louis David თბილისი მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: თმის მოვლა, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და ესთეტიკური კოსმეტოლოგია. პროცედურების დროს გამოიყენება თანამედროვე, უსაფრთხო ტექნოლოგიები და პრემიუმკლასის ბრენდების პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად Jean Louis David-ში არის წარმოდგენილი.
წელიწადში ორჯერ Jean Louis David-ის პროფესიონალებისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი კვალიფიკაციის ასამაღლებლად JDL-აკადემიაში, პარიზში მიემგზავრება. შედეგად, თბილისის სალონის სტილისტები ფლობენ ჟან ლუი დავიდის თმის შეჭრისა და ღებვის ექსკლუზიურ ტექნიკას, რომელიც მხოლოდ JLD-ის სალონებში არის ხელმისაწვდომი. ამ ბრენდით გაერთიანებული სალონების ქსელის თავისებურება, სილამაზის ინდუსტრიის მრავალი სხვა ბრენდისგან განსხვავებით, არის ის, რომ შექმნილია არა მხოლოდ როგორც ბიზნესი, არამედ მუდმივად ცდილობენ დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი ტენდენციები ამ ინდუსტრიაში.
სალონი სტუმრებს სთავაზობს ისეთ ექსკლუზიურ მომსახურებას, როგორიცაა თმის შეღებვა Contrast Blod-ის, Sunlight-ის, Softlight-ის, Just Salone-ის, Touch de piano-ს და მრავალი სხვა ტექნიკით. რომელია ყველაზე პოპულარული?
Contrast Blod იმ ქალბატონებისთვისაა, რომლებიც ბუნებრივი ფერის ქერა თმას ანიჭებენ უპირატესობას. Sunligh-ს ახლავს მბზინვარება, ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საშუალო სიგრძის ან გრძელ თმაზე. Softlight ბილიაჟის ტექნიკაა, Touch de piano-ის შემთხვევაში, აქცენტი გამახვილებულია ღერებზე. ყველაზე პოპულარულია Just Salone – ორი ერთში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქმიან ქალბატონებს ყოველთვის ეჩქარებათ. მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრებამდე, შეიძლება თმის მოწესრიგება ვერ მოასწრონ. სწორედ ამ შემთხვევაში არსებობს იდეალური გამოსავალი – ვარცხნილობის გაკეთება დაბანის გარეშე, რასაც სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება და 25 ლარი ღირს.
გვიამბეთ ჟან ლუი დავიდისეულ თმის შეჭრის ორიგინალურ მეთოდზე...
გასული საუკუნის 60-იან წლებში ქალები დაფიქსირებულ ვარცხნილობებს ატარებდნენ. ჟან ლუი დავიდი იყო პირველი სტილისტი, რომელმაც თმას თავისუფლება მიანიჭა. მან შექმნა გრადუირების ტექნოლოგია, სპეციალური ტექნიკა, რომელსაც უწოდებენ „გეომეტრიას სივრცეში“. გრადუირება სრულდება არა მაკრატლით, არამედ ელექტროხელსაწყოთი.
თმის მოვლის გარდა, სილამაზის ცენტრში სხეულისა და სახის მოვლის ძალიან საინტერესო პროცედურები ტარდება...
დიახ, Jean Louis David-ის თბილისის სილამაზის ცენტრში, თმის მოვლის გარდა, თქვენ დაგხვდებათ სკულპტურული მოდელირების სახელოსნო, რომელიც მომხმარებელს კანის გაახალგაზრდავებას, ლამაზი სხეულის გამოძერწვას, წონაში კლებას, ცელულიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. პროცედურები ტარდება ღრმა მანუალური მასაჟის, ექსკლუზიური სხვადასხვა ტექნიკისა და თანამედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
არჩევანი „აროშას“ ბრენდზე გავამახვილეთ. „აროშა“ სახისა და ტანის მოვლის პროფესიული, პრემიუმხარისხის იტალიური კოსმეტიკაა. მისი ფილოსოფია მდგომარეობს ესთეტიკასა და მეცნიერებას შორის სწორი ბალანსის პოვნაში, შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ, ბიოლოგიურ კომპონენტებს. ეფექტურობის უზრუნველსაყოფად პროდუქტებს უტარდება მრავალი კლინიკური კვლევა იტალიის ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ცენტრებში. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორედ იტალიაშია დამზადებული.
ჩვენ გვაქვს ცელულიტის მკურნალობის უნიკალური მიდგომა, პაციენტს ვთავაზობთ „აროშას“ პრეპარატების, ამავე ბრენდის აპარატურისა და მასაჟის კომბინაციას.
„აროშას“ ბანდაჟური შეფუთვა არის სხეულის კორექციისა და ცელულიტთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურა. ამავდროულად, იგი სრულიად უსაფრთხოა. მეთოდს საფუძვლად უდევს სხეულის შეფუთვა ბამბისგან დამზადებული, ერთჯერადი ელასტიკური დოლბანდებით, რომელიც გაჟღენთილია უნიკალური, 100%-ით ბუნებრივი, აქტიური ნივთიერებებით. დოლბანდები გაჟღენთილია მცენარეული ექსტრაქტებითა და ეთერზეთებით, სწორედ ამიტომ პროცედურას აქვს ძლიერი ლიფტინგის, ლიმფოდრენაჟული და ლიპოლიტიკური ეფექტი. ერთ პროცედურაზე სხეულის მოცულობა მცირდება მინიმუმ სამი სანტიმეტრით. სასურველი ეფექტის მისაღწევად, საჭიროა რვა პროცედურის ჩატარება.
თქვენი სალონის მისიაა, შეცვალოს ადამიანთა თვითაღქმა, რათა გაათავისუფლოს ისინი შაბლონური შეხედულებებისგან. რა მეთოდებით ებრძვით სტერეოტიპებს?
ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარი სილამაზის წესებს და მიმართულებას, ჩვენ კი ყოველთვის ყველაზე ინოვაციურ, ჯანსაღ და ხარისხიან სხვადასხვა სახის ტექნიკას ვთავაზობთ მიზნის მისაღწევად.
პროფესიონალიზმი და კომპლექსური მიდგომა, ორიენტირება სწორ შედეგზე და არა დროებით ეფექტზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა − მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შეუძლიათ უზრუნველყონ სასურველი შედეგი, წონაში კლება და სხეულის კორექცია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ.
ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. ჩვენი სამკურნალო და კორექციის კურსი შემუშავებულია მომხმარებლის სხეულის პერსონალური მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს.
არ მოუსმინოთ არავის, თუკი გეტყვიან, რომ შენ საკმარისად კარგი არ ხარ. არავის მისცე უფლება, დაგიწესოს სილამაზის სტანდარტი. გაარღვიე ჩარჩოები და შექმენი შენი თავის იდეალური ვერსია Jean Louis David-თან ერთად.
Jean Louis David ყოველთვის დაგეხმარება, გაიუმჯობესო და შეინარჩუნო საკუთარი სილამაზე, შენსავე აღქმის, მოთხოვნებისა და წესების მიხედვით.
Jean Louis David ყოველთვის იპოვის სილამაზის შენეულ აღქმას და მუდამ დაგეხმარება მის მიღწევაში.