არასასურველი თმის მოშორება უძველესი დროიდან აწუხებდათ ქალბატონებს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს და ესთეტიკური ცენტრები სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობენ ქალბატონებს.
სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ამოსული არასასურველი თმის სამუდამოდ მოსაშორებლად კლინიკა ნეო-ნეო გთავაზობთ ინოვაციური ლაზერული ეპილაციის აპარატებს. თუ თქვენ ეძებთ საუკეთესოს, მაშინ „SOPRANO ICE“ არის ერთადერთი არჩევანი! შედეგიანობა, უსაფრთხოება, უმტკივნეულობა, კომფორტი, სისწრაფე – ყველა ეს მაჩვენებელი გაერთიანებულია „Soprano Ice“-ის აპარატებში.
კლინიკა გთავაზობთ „SOPRANO ICE pretty cool“-ისა და „SOPRANO ICE platinium”-ის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ სამი სხვადასხვა ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია: დიოდური ლაზერი, დიოდი-ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდი-ალექსანდრიტი-ნეოდიუმის ლაზერი.
პროცედურა კეთდება გაპარსულ კანზე, ვინაიდან, საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებელია არა ამოწვერილ თმაზე, არამედ თმის ფოლიკულზე ზემოქმედება. უმტკინვეულოა, ძალზე სწრაფი და რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხო, რამდენადაც გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს. ამასთან, კანი არ იჩხვლიტება და გამორიცხულია პროცედურის დროს რაიმე ვენერიული დაავადებებით დაინფიცირების საშიშროება. პროცედურა, იმის მიხედვით თუ რა ზონა მუშავდება, იკავებს 10 წუთიდან 1 საათამდე დროს. იმისათვის, რომ პროცედურის შემდეგ თმამ დაიწყოს ცვენა, საჭიროა პროცედურიდან გასული იყოს 10 დღიდან 14 დღემდე პერიოდი. ეფექტი, რომელიც თვალნათელია პირველივე პროცედურის შემდგომ, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 2 წლამდე. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
Soprano Ice-ის აპარატის უპირატესობები:
პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხო;
პროცედურა კეთდება მოყინვის მეთოდით;
პროცედურა შესაძლებელია გაკეთდეს გარუჯულ კანზეც;
არ აღინიშნება თმის ჩაბრუნება;
პროცედურა ეფექტურია ღია თმის მოსაშორებლად;
უმჯობესდება კანის სტრუქტურა;
აქვს ჩაბრუნებული თმის ამოღების სისტემა, შედეგად კანი ხდება გლუვი;
ეპილაციიდან მესამე დღეს უკვე შეგიძლია რუჯის მიღება.