სიახლე ესთეტიკ ბაზარზე! ყოვლისშემძლე ექიმი დალიკა ანდღულაძე პაციენტებს უკვე საკუთარ ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში მასპინძლობს.
დალიკა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა და მას ყველა იცნობს, ვისაც კი ამ სფეროსთან ჰქონია შეხება. მეტწილად საქართელოში მოღვაწეობს, თუმცა მის პაციენტებს შორის არიან ცნობილი სახეები, როგორც საქართველოს, ისე კავკასიის, ევროპისა და აშშ-ს ქვეყნებიდანაც.
მოგეხსენებათ, ადამიანებს საკუთარი თავი ყველაზე მეტად გვიყვარს, ამიტომ ჯანმრთელობასა და გარეგნობასაც, მხოლოდ საუკეთეთესოთა შორის საუკეთესოს ვანდობთ, დალიკა ანდღულაძე კი საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და შეგიძლიათ საკუთარი თავი დაუფიქრებლად ანდოთ მას. ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის ათწლიანი სამუშო გამოცდილება აქვს და იგი მხოლოდ ერთი პროფესიით არ შემოიფარგლება, არის თერაპევტი, დერმატო-ვენეროლოგი და დერმატო-კოსმეტოლოგი.
საქართელოს ესთეტიკურ მედიცინაში დალიკას სახელთან ცხვირის პლასტიკა ასოცირდებადა, რადგან მასთან მისულ ათიდან ცხრა პაციენტს ცხვირის ფორმის შეცვლა სურს. ყველაზე ხშირად ნემსით ინექციებსა და კორექციებს აკეთებს, თუმცა შეუძლია სრულიად სახისა და სხეულის მოდელირება-კორექციაც. ესთეტიკური მედიცინის სფეროში, დღესდღეობით დანერგილ ყველა პროცედურას აკეთებს და ყველა პაციენტს მისი სურვილისა და საჭიროებების შეჯერებით, ინდივიდუალურად უდგება.
Dr. Dalika-ს ესთეტიკური ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს ლაზერების სრულ სერვისს და კოსმეტოლოგიის სრულ კომპლექტს სიბერის საწინააღმდეგო პროცედურების მიმართულებით; სახის და სხეულის მოდელირება-კორექცია, ეს ის მიმართულებაა, რომელიც სილამაზისა და ახალგაზრდობის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს; ანტიეიჯ პროცედურებიდან ყველაზე მოთხოვნადია კონტურული პლასტიკა ბიოლოგიურად თავისებადი გელებით, ფილერებით. ფილერის საშუალებით შესაძლებელია, სრული რეკონსტრუქციის მოხდენა, თუმცა დალიკას მთავარი სლოგანია შევინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა და სახის გამომეტყველება. ეს იმას ნიშნავს, რომ კორექციები ყველა პაციენტის სახეზე და ტანზე ინდივიდუალურადაა მორგებული და საბოლოო შედეგს მაღალი ხარისხის პრეპარატებისა და პროცედურების საჭირო კომბინაციით ვიღებთ.
დალიკა ანდღულაძეს ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, პროფესიულ წარმატებაში ისიც ეხმარება, რომ კარგად ხატავს. თავიდანვე დარწმუნრბული იყო, რომ ხატვის ნიჭი დაეხმარებოდა საკუთარი ხელწერის შექმნაში. მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, გადის სხვადასხვა სახის პროფესიულ კურსებს ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში, რეგულარულად ეცნობა ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებულ სიახლეებს. არის საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოების წევრი და არაერთი სერთიფიკატის, სიგელისა და ჯილდოს მფლობელი.
მოკლედ რომ ვთქვათ, Dr. Dalika იქნება ადგილი, რომლის მეშვეობითაც ქალებს აღარ შეეშინდებათ დაბერების, იმიტომ, რომ დალიკა აქვს სილამაზის ოქროს წესი, რომელიც არაერთ ქალს გამოუცდია საკუთარ თავზე.
კონტაქტი: 595817777
სულ მალე კი კლინიკა Dr. Dalika-ში შევხვდებით მისამართზე: ი. აბაშიძის #70