მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი დიეტებით თავს არ იტანჯავს, მაგრამ მხოლოდ სასარგებლოდა ნატურალურ პროდუქტებს იღებს. ჟიზელი აღიარებს რომ ორგანიზმის "აღზრდით" თავს ბევრად უკეთ გრძნობს. წარმოგიდგენთ მის საბაზისო წესებს.
დილა იწყება 06:00 საათიდან
ბრაზილიელი სუპერმოდელი გამთენიისას დგება. პირველ რიგში, ის სვამს 1 ჭიქა თბილ წყალს ლიმნით, რათა საკვები სისტემა გამოაფხიზლოს. შემდეგ მიირთმევს მცენარეულ ნაყენს და სმუზის ორგანული ხილისგან. 11 საათზე იღებს ხილს, კვერცხს, ავოკადოს, პურს გლუტენის გარშე და ქოქოსის კარაქს.
სადილი 7 პორციისგან
ბუნდჰენის რაციონის 80% შედგება ბოსტნეულისგან და მარცვლეულისგან: ბრინჯი, კინოა, ლობიო. თეთრი შაქარი და ფქვილი კატეგორიულადაა აკრძალული. ჟიზელის საყვარელი სადილის რეცეპტია კერძი 7 პატარა ზომის პორციისგან, რომელთა შორისაა: კომბოსტო, ბროკოლი, კინოა, ავოკადო, ჭარხალი, ბატატი და პომიდორი. წითელ ხორცს თვეში ერთხელ მიირთმევს, უფრო ხშირად იხვის ან ქათმის ხორცს საჭირო ცილებისთვის.
ადრეული ვახშამი
მოდელის ერთ-ერთი წესი ადრეული ვახშამია: 6-ის ნახევრიდან 6მდე. ეს საშუალებას აძლევს ადრე დაწვეს და ორგანიზმს საჭმლის გადასამუშავებლად საჭირო დრო მისცეს. მსგავსი რუტინა ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.