ამერიკელი ქალი, რომელიც ინსტაგრამზე საკუთარი შვილების ფოტოებს აზიარებს, გულშემატკივრებს მეგან მარკლთან საოცარი მსგავსებით აოცებს. 39 წლის აკიშა ლენდი, ორი შვილის დედაა მისურიდან, რომელმაც სოციალური ქსელი ბავშვის გამო შექმნა, გვერდსაც მისი სახელი უწოდა. (@greyson_land)
მას შემდეგ, რაც სურათებზე თავადაც გამოჩნდა, უამრავი კომენტარი და შეტყობინება მიიღო - მას სასექსის ჰერცოგინიას ამსგავსებენ. "ხშირად მიახლოვდებიან მაღაზიაში ან ქუჩაში და მეკითხებიან: "იცით ვის გავხართ?" მე სულ მეცინება." - აცხადებს აკიშა.
"თავად ამგვარ მსგავსებას ვერ ვამჩნევ, მაგრამ ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. მეგან მარკლი ულამაზესი ქალია."