მას უამრავი კონტრაქტი აქვს, პოდიუმზე ასობით გამოსვლა, გულშემატკივართა არმია და Victoria’s Secret-ის ფრთები. რამდენიმე წლის წინ ის პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში პირველ ადგილას მოხვდა. თავად მოდელი ამბობს, რომ მისი სხეული გენეტიკის დამსახურებაა, გარეგნობა კი სწორი, თუმცა მარტივი თავის მოვლის წესების.
კანის მოვლა
"ბოლომდე ვერ ვფხიზლდები თუ წყლის ქვეშ არ დავდექი. შხაპის მიღებისას Dove-ის საპონს ვიყენებ, შემდეგ კი ტანზე ქოქოსის ზეთს ვისვამ. ბოლოს სახეს Bioderma-ს მიცერალურ წყალში დასველებული ბამბით ვიშრობ."
"მიყვარს დამატენიანებელი კრემი, რომელიც კანს ენერგიით ავსებს. თვითმფრინავში ყოველთვის ვიკეთებ Clinique-ის ღამის ნიღაბს 1 საათით და შემდეგ ვიბან სახეს."
მაკიაჟი
"მარტივი მაკიაჟი მომწონს. ვიყენებ ტუჩის თხევად, პრიალა საცხს. ვარდისფერი ტონალობა ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. გამოსასვლელ დღეებში კი წითელ ტუჩსაცხს ვანიჭებ უპირატესობას."
"მბზინავი კანი კარგი მაკიაჟის მთავარი საიდუმლოა. მსგავსი ეფექტისთვის ვისვამ დამატენიანებელ კრემს, ნაკლს M.A.C-ის კონსილერით ვფარავ. ასევე ვისვამ ჰაილაითერს."
"არ ვიკეთებ წარბებს. არც გადაღებებზე. თუ საჭიროა მათ ფანქრით ვკვეთავ. სულ ესაა."
თმა
"ვიყენებ Pantene-ის შამპუნს, Virtue-ს ბალზამს და Oribe-ს ნიღაბს. ხანდახან ვისხავ სპრეის დატენიანებულ თმაზე და შემდეგ ვიკეთებ ვარცხნილობას. ბოლოებზე კი ვისვამ Ouai-ს ზეთს."
არომატი
"Vicrotia’s Secret-ის Bombshell. დიდიხანია მისი ერთგული ვარ."
ფიტნესი და კვება
"იოგა და მედიტაცია ჩემი სიყვარულია. ყველგან ჩემი ხალიჩით ვმოგზაურობ და პერსონალურ ტრენერს ინტერნეტით ვუკავშირდები. ასევე ძალიან მომწონს კიკბოქსინგი. იოგა ნელი, "ბრძნული" და ინტიმურია, კიკბოქსინგი კი სხეულს ყველა მიმართულებით ამუშავებს."
"დიეტებს არ ვიცავ. ჟასმინ ტუკსმა მასწავლა ყველგან ვიტამინები და პროტეინის დანამატები ვატარო. ეს ფორმაში მამყოფებს."