ვინაიდან ჩვენი ყოველდღიურობა ძალიან დამღლელია, დასვენება და განტვირთვა სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება. ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა გამოიყენოს კუთვნილი შვებულების პერიოდი, რომელიც წლის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაეხმარება. უდავოა, რომ ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია დასვენება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს − გონებრივი შრომა, რომელიც მუდმივად ახლავს თანამედროვე ადამიანს, არანაკლებ დასვენებას საჭიროებს. OK! გთავაზობთ 5 რჩეულ ქვეყანას, სადაც იდეალურად დაისვენებთ და განიტვირთებით დამღლელი ყოველდღიურობისგან.
სიემრიპი, კამბოჯა
იმისათვის, რომ მოწყდეთ გარესამყაროს, განიტვირთოთ და გაჯანსაღდეთ, საუკეთესო მიმართულებაა სიემრიპი. აქ თქვენ დაგხვდებათ თავის მოვლის ძალიან საინტერესო კულტურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზეც ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.
ბამა, ჩინეთი
ჩინელი ხალხის თავის მოვლის საშუალებები და პროცედურები ყოველთვის საინტერესო იყო. შესაბამისად, ბამა ამ კუთხით საუკეთესო მიმართულებაა. აქ თქვენ დაგხვდებათ განტვირთვისა და თავი მოვლის სრულფასოვანი საუკეთესო საშუალებები. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებისთვის ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, და არა მხოლოდ ეს − გასაოცარია მათი სხეულის ჯანსაღი სტრუქტურა სიცოცხლის ბოლომდე.
კერალა, ინდოეთი
არანაკლებ გამორჩეული ქვეყანაა ინდოეთი თავის მოვლის საშუალებებით. გარდა იმისა, რომ აქვს ძალიან საინტერესო კულტურა, ასევე ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ინდოელების რუტინა − როგორც კანის, ასევე თმის მოვლის პროცედურების მიმართულებით.
იაპონია
იაპონია ცნობილია თავის მოვლის საკუთარი უცნაური საშუალებებით. ადგილობრივი ქალბატონები გასალამაზებლად ძალიან საინტერესო ხერხებს მიმართავენ და ნაოჭების გაჩენისგან თავს იცავენ.
ეთიოპია, აფრიკა
ეთიოპია ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა რელაქსაციისა და თავის მოვლის ჯადოსნური მეთოდებით. აუცილებლად ეწვიეთ ეთიოპიას და გაეცანით ამ ქვეყნის ძალიან საინტერესო კულტურას.