დამღლელი და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ აბაზანის მიღება დიდი სიამოვნებაა სხეულისათვის. ამ დროს სხეული და კანის სტრუქტურა უმჯობესდება და იღებთ უდიდეს რელაქსაციას, მით უფრო – ზამთრის ცივ დღეებში. დროული მოდუნება ახირება კი არა, ცხოვრებისეული აუცილებლობაა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას აბაზანის მიღებამდე.
1.აბაზანას დაუმატეთ ზღვის მარილი – მარილი თქვენს კანს ანიჭებს გამაჯანსაღებელ და სამკურნალო თვისებას. შედეგად, იღებთ გლუვ და ერთფეროვან კანს.
2.მულტიკასტინგი – იქამდე, სანამ აბაზანაში ჩაწვებით, დაიტანეთ თქვენი თმისთვის საჭირო ზეთები და სახეზე ნიღაბი. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ დაკარგოთ დრო და ერთდროულად რამდენიმე გამაჯანსაღებელი პროცედურა ჩაიტაროთ.
3. ეთერზეთები – ძალიან კარგი იქნება, თუ აბაზანაში ჩააწვეთებთ რამდენიმე წვეთს. სცადეთ თქვენი საყვარელი ზეთის რამდენიმე წვეთის დაწვეთება ზღვის მარილის მუჭაზე, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გახსენით წყალში.
4. წყლის სტრუქტურა – თუ თქვენს რეგიონში ხისტი წყალია, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებსაც შეუძლია წყლის დარბილება და კანის სიმშრალის თავიდან აცილება. მსგავსი საშუალებები არ ქაფდება, არამედ იხსნება წყალში და აბაზანიდან ამოსვლის შემდეგ თქვენი კანი დატენიანებულია.
5. განწყობა – დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე, თუ მოიმზადებთ არომატულ სანთლებს ან სურნელოვან ჯოხებს. ასევე ჩართეთ თქვენს ტელეფონში მშვიდი მუსიკა. ეს ყველაფერი თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.