OK! Health and Beauty Book რა თქმა უნდა მთლიანად თავის მოვლისა და სილამაზის გარშემო ტრიალებს. შესაბამისად, წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი. ჯანმრთელი ღიმილი სიხალისისა და ბედნიერების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება რომაა, ეს ახალი არავისთვის არ არის. OK! გთავაზობთ სახლის პირობებში შესასრულებელ რამდენიმე მეთოდს იმისათვის, რომ ჯანსაღი კბილები დიდხანს შევინარჩუნოთ.
1. სოდა − კბილის სველ ჯაგრისს დააყარეთ ცოტა სოდა და ასე გაიხეხეთ კბილები 2-3 კვირის განმავლობაში, შედეგი მაშინვე თვალსაჩინო იქნება. ასევე შეგიძლიათ ჩაის კოვზ სოდას დაასხათ ლიმონის წვენი. აქაფების შემდეგ, ამ მეთოდითაც რეკომენდებულია კბილების გახეხვა. ამ მეთოდს შეუძლია პირის ღრუში ბაქტერიების განადგურებაც!
2. ძმარი − ვაშლის ძმარს დაამატეთ სოდა და მარილი (თითო კოვზი), შემდეგ კარგად აურიეთ, დაასხით კბილის სუფთა ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები. შედეგს 2-3 კვირაში მიიღებთ!
3. ვაზელინი − უცნაურია, მაგრამ კბილების გასათეთრებლად ვაზელინის გამოყენების მეთოდი ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გახშირდა. ჩაის კოვზი ვაზელინი, სოდა და ნახევარი კოვზი მარილი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ამის შემდეგ მიღებული ნაყენი თითებით წაისვით კბილებზე და მოიცადეთ 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, კარგად გამოიბანეთ პირის ღრუ. ეს პროცედურა შეასრულეთ 2 კვირის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ.
გარდა ჩამოთვლილი მეთოდებისა, აუცილებელია მოუკლოთ სიგარეტის მოწევას, ჩაისა და ყავის დალევას.
ჯანსაღი ღიმილი და თეთრი კბილები წარმატების საწინდარია!