ტუჩები რომ მაცდუნებლად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კეთილი სიტყვები წარმოთქვით.
თვალები რომ ლამაზი გქონდეთ, სიკეთე გამოასხივეთ.
მოხდენილი სხეული რომ გქონდეთ, გაუყავით საკვები გაჭირვებულებს.
ლამაზი თმა რომ გქონდეთ, მიეცით უფლება ბავშვებს თმაზე თავისი პატარა ხელები ჩამოგისვათ, თუნდაც დღეში ერთხელ.
მეტი თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად გაიაზრეთ, რომ მარტო არ ხართ.
ადამიანებს ნივთებზე მეტად წახალისება და მიტევება ესაჭიროებათ. არასდროს არავინ მოიშოროთ თავიდან.
თუ დახმარების ხელი დაგჭირდათ, გახსოვდეთ – ის ყოველთვის თქვენთან არის – თქვენი, საკუთარი ხელი. ასაკის მატებასთან ერთად, მიხვდებით, რომ ორი ხელი გაქვთ – ერთი, რომელიც თქვენ გეხმარებათ და მეორე, რომელიც ეხმარება სხვებს.
ქალის სილამაზე არც ტანსაცმელში, არც ლამაზ სხეულსა და არც ვარცხნილობაშია, რადგან თვალი გულის გასაღებია, სადაც სიყვარული ბუდობს.
ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულზე აისახება. ეს არის მზრუნველობა, რომლითაც გარშემორტყმული ხართ და ვნება, რომელსაც ის ავლენს.
ქალის სილამაზე ასაკის მატებასთან ერთად უფრო მშვენიერი ხდება.