ჯანსაღი კვება არა მხოლოდ წონის გასაკონტროლებლად და წონის კლებისთვისაა აუცილებელი, არამედ ჯანმრთელობისა და ჯანსაღი სხეულის შესანარჩუნებლადაც. თუ თქვენი მიზანი სწორი კვება გახლავთ და გგონიათ, რომ მისი დაცვა ძალიან რთულია, შევეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ, ამიტომ ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა დაიწყოთ სწორად კვება პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით.
1
წყალი – დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ საშუალოდ 2 ლიტრი წყალი. სასურველია, ყოველი კვების წინ ნახევარი საათით ადრე ორ ჭიქა.
2
საუზმე – აუცილებლად მიირთვით საუზმე, რადგან ჩვენი ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში დიდ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ საჭიროა გონებასა და სხეულს სტრესი არ მივაყენოთ და ენერგიით ავავსოთ.
3
4-ჯერადი კვება – დღეში ერთხელ ან ორჯერ კვება ორგანიზმისთვის საკმარისი არ არის. საკვები დღეში 4-ჯერ, საათობრივად მიიღეთ.
4
ხილი დღის პირველ ნახევარში მიირთვით – ეცადეთ, ხილი დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ მიირთვათ.
5
სადილზე მოხარშული პროდუქტი მიირთვით – ეცადეთ, სადილი ბოსტნეულით იყოს გაჯერებული.
6
ივახშმეთ მსუბუქად – სასურველია ვახშამზე კეფირისა და ხაჭოს მიღება.
7
დაიწყეთ უშაქრო ყავისა და ჩაის მიღება – კვლევები აჩვენებს, რომ დიაბეტის დაავადებათა უმეტესობა გამოწვეულია დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისაგან, თუმცა ამას მხოლოდ ხელოვნურად დამზადებული გაზიანი სასმელების მიღება არ იწვევს.
8
ეცადეთ, თითოეული კვება მინიმუმ 20 წუთი გაგრძელდეს – თუ საჭმელად 20 წუთზე დიდხანს დასხდებით, მეტად მოსალოდნელია, რომ ნაკლები მიირთვათ და უფრო ნელა, ვიდრე მაშინ, როცა საჭმელად 10 წუთით სხდებით, ყველაფერს სწრაფად მიირთმევთ, ორგანიზმი კი ვერ ასწრებს საკვების რაოდენობის დადგენას და მალევე გშივდებათ.