ორაგული და ვასაბის როლი − ბრინჯი, წყალმცენარე ნორი, მდნარი ყველი „ფილადელფია“, ავოკადო და ორაგული.
„კალიფორნია“ − ბრინჯი, ავოკადო, ომლეტი, კრევეტი და მფრინავი თევზის ქვირითი ტობიკო.
როდის და რატომ დაინტერესდით იაპონური და აზიური სამზარეულოთი?
15 წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ, კერძოდ აზიურ და იაპონურ კერძებზე კი უკვე 10 წელია ვმუშაობ. ძალიან მიმიზიდა, რადგან საინტერესო კულტურა და ხედვა აქვთ ყველაფრის, მათ შორის კერძების მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით განვითარება.
რას სთავაზობს მომხმარებლებს იაპონური და აზიური რესტორანი Sakura?
იაპონური და აზიური რესტორანი Sakura უკვე 16 წელია მომხმარებელს ჯანსაღი, გაუყინავი პროდუქტებისგან მომზადებულ აზიურ კერძებს სთავაზობს. თბილისისთვის ჯერ კიდევ უცხო გემო იყო სუში, ტკბილ-მწარე სოუსი, ლაფშა და სხვა აზიური კერძები, როცა Sakura გაიხსნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე პირველია, არ კარგავს პოპულარობას და ხარისხს გახსნის დღიდან. აქ თქვენ გელოდებათ კომფორტული გარემო თქვენზე მორგებული მომსახურებით, რომელიც პირველივე სტუმრობისას შეგაყვარებთ თავს.
რა უპირატესობა აქვს იაპონურ სამზარეულოს?
ვფიქრობ, იაპონური და აზიური სამზარეულოს მთავარი უპირატესობა ჯანსაღი საკვებია. შესაბამისად, სუშის მოსამზადებლადაც აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.