მოდა, ჩაცმა, ტანსაცმელი... ეს ტერმინები გამომსახველობის გაბატონებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად გამოსახვის კერძო მანერას და სტილს ასახავს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მოდა ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება. შესაბამისად, იცვლება ჩვენი გემოვნებაც და გარეგნული იერსახეც. ტენდენციების ცვლასთან ერთად, იცვლება ჩვენი გარდერობიც. ტერმინები – „მოდური“ ან „მოდიდან გასული“, გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერებისა და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი მოხმარებისა და მათი შექმნის შესახებ. ასეთი ტენდენცია, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ, მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც იქმნება.
გასულ საუკუნეში გაჩენილმა მოდის სახლებმა მსოფლიოში მოდის ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი. მოდა ნელ-ნელა გადაიქცა ბიზნესად, რომელიც წარმატებული და შემოსავლიანი აღმოჩნდა. მოდის ისტორიას ახსოვს ბევრი ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც პოპულარულები და ცნობილები განუმეორებელი სტილითა და ჩაცმულობით გახდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში მოდურ ჟურნალებში გაჩნდა ფოტოებიც, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია მოდის განვითარებასა და მის მომავალზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ზემოთ ნახსენები ჟურნალები ხალხის გემოვნებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ეს პროცესი დღესაც შეუჩერებლად გრძელდება და ყოველი სეზონის მოდის კვირეულებზე ვეცნობით ახალ იდეებს, რომელიც მეორე დღიდანვე ტენდენციური ხდება.
ხშირად იმასაც ამბობენ, მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა, რაც გიხდებაო. მართალია ამ ფრაზას ძალიან ხშირად ვიყენებთ, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. მოდა სეზონურად იცვლება და თუ მისი მიმდევარი ხარ, ვალდებულიც ხარ, მას ფეხი აუწყო. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განსხვავდება − ზოგისთვის მოდა ის არის, რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის – უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება. მოდა არის საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში.
ჩვენ კი მაინც გეტყვით, რომ 2020 წელი მეტალის თეთრი ვირთხის წელია. ამიტომ სამოსის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ. წლის აქტუალური ფერებია: თეთრი და რძისფერი. არ დაივიწყოთ მეტალის დეტალები. გაითვალისწინეთ − ექსპერიმენტები შესაძლებელია.