წლების წინ, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ მიერ მრავალპროფილური კლინიკის დაფუძნებამ უამრავ დაავადებასთან ბრძოლა ეფექტურ ძალისხმევად აქცია. მაშინაც და დღესაც მთავარი იარაღი დასმული დიაგნოზის სიზუსტემ წარმოადგინა. სწორედ ამიტომ, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფმა“ სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბისა და შინაარსის მქონე, უახლესი სტანდარტის დიაგნოსტიკური ცენტრი დედაქალაქში დააარსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მთავარი პრინციპის გათვალისწინებით, ახალი სიტყვა თქვა.
კომპანია GENERAL ELECTRIC-თან მჭიდრო თანამშრომლობით, დიაგნოსტიკური ცენტრი აპარატურით აღიჭურვა, რომელიც მისი შესაძლებლობებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც უნიკალურია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) უახლესი 3 „ტესლა“ სკანერი, რომელიც მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის, სიმსივნური დაავადების ადრეულ სტადიაზე დადგენის და დაავადების გავრცელების ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ის ასევე ქმნის დიაგნოსტიკის ახალ პერსპექტივებს ნევროლოგიაში და უზრუნველყოფს თავის ტვინის კვლევას დროის მცირე მონაკვეთში. ამავე დროს, ის ორჯერ სწრაფია, ვიდრე წინა თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი.
დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია GENERAL ELECTRIC-ის 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, უახლესი, 2018 წლის მოდელით, რომელიც უმაღლესი ხარისხის გრაფიკულ გამოსახულებას იძლევა.
ცენტრში ოთხივე სართული განსხვავებული კვლევებისთვის გამოყოფილ სივრცედ იქცა. აღსანიშნავია ასევე მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინებისა და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს.
მეორე სართულზე კი თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით, დახურულ ავტომატიზებულ სისტემებზე მოწყობილი ლაბორატორია განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს და ფაქტობრივად გამორიცხავს „ადამიანური ცდომილების“ ფაქტორს. საიდუმლო კი ბიოლოგიურად აღებული ნივთიერებების კომპიუტერულ შემოწმებასა და ქიმიური ანალიზატორების მიერ კონტროლშია.
გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, ციფრული, 3D რენტგენოსკოპიული და რენტგენოგრაფიული აპარატურით.
მეოთხე სართული დენსიტომეტრიას დაეთმო, რაც ძვლის ოქროს სტანდარტის კვლევას გულისხმობს. მისი მეშვეობით მოტეხილობების მიზეზ-შედეგობრიობა ირკვევა. დგინდება, თუ რატომ დადგა მოტეხილობა, როგორც შედეგი, იყო თუ არა მიზეზი უხერხული მოძრაობა ან ძვლის სიმყიფე.
ევროპული გზამკვლევის შესაბამისად, 2019 წლის მაისში კვლევის ეფექტურობა დადასტურდა და ექიმ ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით, ცენტრი მოსახლეობას სრულიად ახლებურ კვლევას სთავაზობს. ძვლის მკურნალობისთვის პროტოკოლის შემუშავებისას ზუსტდება პაციენტისთვის საჭირო ყოველდღიური კვების რაციონი, ინდივიდუალური პრეპარატები. საბოლოო შედეგი კი უცაბედი ტრავმების თავიდან არიდების გარანტია, რაც დღეს უამრავი ადამიანისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს.
ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ძლიერი მხარე პროფესიონალი მედპერსონალია, რომლებიც პაციენტებს საერთაშორისო გამოცდილებით უწევენ დახმარებას. დიაგნოსტიკური ცენტრი დაკომპლექტებულია სამედიცინო პერსონალით, რომლებმაც საკმაოდ კარგი განათლება მიიღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ისინი დაგვიბრუნდნენ და შესაბამისად, პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ როგორც საქართველოში, ასევე აშშ-სა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებას მაღალი ხარისხით ახერხებს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი ერთ-ერთი პირველია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელსაც უმაღლესი სტანდარტის მქონე ულტრათანამედროვე აპარატურა გამოარჩევს. ფაქტი კი „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისა“ და საქართველოს უდიდესი წარმატებაა!