ყველა ჩვენგან სურს ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და მომხიბვლელობა ნებისმიერ ასაკში შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი კანის სტრუქტურაც იცვლება, შესაძლებელია გარკვეული წესების გათვალისწინებით ჯანსაღად გამოიყურებოდეს ჩვენი სახის კანი.
გთავაზობთ რამდენიმე „ოქროს წესს“ ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად:
არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად მაკიაჟის მოუცილებლად;
ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები;
დალიეთ ბევრი წყალი;
იკვებეთ სწორად;
მოუარეთ სახის კანს სახლის პირობებში, გაიკეთეთ ნიღბები;
უარი თქვით ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე;
ნუ გამოიყენებთ ცხელ შხაპს;
პასუხისმგებლობით მიუდექით კოსმეტიკის არჩევას;
მიეცით კანს სუნთქვის საშუალება;
დაიძინეთ დროულად.