იოგა − ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოების ერთობლიობას აღნიშნავს, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობაში ჩამოყალიბდა. იოგა უძველესი, ღრმა მოვლენაა და შეიძლება ითქვას, მას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. უძველეს არიელთა ეს ბრწყინვალე დანატოვარი ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.
იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად. როგორც ამბობენ, ის ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულწილად აღმოსავლური რელიგიების ნაწილადაც მოიაზრებენ, თუმცა მისი ვარჯიშების სისტემის საშუალებით მიღწეული შედეგები ხშირად არაფრით ჩამოუვარდება ფიტნესის ნებისმიერი სახეობით მიღებულ შედეგებს. ზოგ ასპექტებში კი სჯობნის კიდეც, რადგან ის ზრუნავს არა მარტო ფიზიკურ და გარეგნულ მხარეზე, არამედ ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვებაში. იოგა ასევე რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების დინამიკურ ტემპში ჩართული ადამიანისთვის.
თუ თქვენ დაკავებული ხართ იოგათი, უკეთესად გძინავთ და უკეთ გრძნობთ თავს ღამით. იოგა აძლიერებს თქვენს გულს პოზების საშუალებით. იოგა განიჭებთ შვებას სტრესის დროს. როდესაც დეპრესია შემოგიტევთ, იოგა საუკეთესო გამოსავალია. ის გეხმარებათ დაიკლოთ წონაში, რადგან ჯანმრთელი კვება და იოგას სავარჯიშოები თქვენი სხეულის წონას ამცირებს. ამისათვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები. რეგულარული იოგა კი რადიკალურად ეხმარება გონებრივ გაუმჯობესებას, მეხსიერებას, ახდენს ყველაფრის რეგულირებას მთელ სხეულში. თუ თქვენ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ, ის საუკეთესო დამხმარეა თქვენს მწყობრში მოსაყვანად. იოგა ასევე არაჩვეულებრივად აწესრიგებს თქვენი კვების რეჟიმს, გადაგაჩვევთ მოწევას და გკვებავთ ჯანსაღი საკვებით. და რაც მთავარია, განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს და გხდით ელასტიკურს.
იოგას ფილოსოფია ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული. სწორედ ამის გამო, მას დღეს ორ მილიარდზე მეტი ადამიანი მისდევს.