1997 წელს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება.
1997 წლიდან დღემდე, სამედიცინო ცენტრმა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება გაიარა და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნა.
გვეამაყება, რომ უკვე 22 წელია წარმატებით ვახორციელებთ სრული სპექტრის სამედიცინო საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.
დღეის მონაცემებით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს აქვს საერთაშორისო სტანდარტთან ადაპტირებული 5 ფილიალი. ამბულატორიული და 24-საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული, ქირურგიული და სარეაბილიტაციო მიმართულებებით. ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
ჩვენი მთავარი ფასეულობებია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, ადამიანებისთვის მაღალხარისხიანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება, პერსონალის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.
სწორედ ჩვენი მთავარი ფასეულობიდან გამომდინარე, სამედიცინო ცენტრს შეემატა საერთაშორისო სტანდარტთან სრულად ადაპტირებული ორი სამედიცინო დაწესებულება: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ისნის რაიონში და დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი საბურთალოს რაიონში.
დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი
ჯანმრთელობის ახალი ცენტრი მოზრდილთა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მიმართულებათა ფართო სპექტრთან ერთად გთავაზობთ დღესდღეობით მსოფლიოში არსებულ უახლეს სარეაბილიტაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კერძოდ, ძვალ-სახსროვან-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობას.
ულტრათანამედროვე მაგნიტო და დარტყმითტალღოვანი თერაპიის, მაღალინტენსიური (ჰილთერაპია) და მრავალტალღოვანი რობოტიზებული ლაზეროთერაპიული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება და გამოირჩევა მაღალეფექტურობით კისრისა და წელის არეში ტკივილის, ართროზის, ართრიტის, ტრავმის შემდგომი ჰემატომის და შეშუპების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ღრმა და ზედაპირული დაზიანებების შემთხვევაში. მკვეთრად გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტურობასთან ერთად, ამ რევოლუციური მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს აღდგენით-რეგენერაციული პროცესების გააქტიურებას, რაც აქამდე გადაუწყვეტელ პრობლემად აღიქმებოდა.
უახლესი სარეაბილიტაციო ანტიგრავიტაციული ტექნოლოგია მკვეთრად აუმჯობესებს პოსტტრავმული და პოსტოპერაციული აღდგენითი მკურნალობის ვადებს და შედეგებს. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური ვარჯიშების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ურთულესი ხასიათის დარღვევების შემთხვევაში. ის უაღრესად ეფექტურია სახსრების სრულად ან ნაწილობრივ შეცვლისას, ასევე გრავიტაციის ეფექტის არარსებობის ხარჯზე იძლევა რთულ პაციენტებში წონის კორექციის შესაძლებლობას.
ზემოთ მოცემული ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო პროცედურები ჯანმრთელობის ახალ ცენტრში ტარდება ლაბორატორიული, ფუნქციური, ულტრაბგერითი და სხვა დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით მიღებული მონაცემებისა და სხვადასხვა კლინიკური მიმართულების უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტების მიერ წარმოებული მართვის საფუძველზე.
ისარგებლეთ დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრში დანერგილი უახლესი სარეაბილიტაციო მიღწევებით და იცხოვრეთ ტკივილის გარეშე.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ისანში
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს კიდევ ერთი ახალი ფილიალი ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N55-ში შეემატა. თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ საერთაშორისო სტანდარტის მქონე ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრით და მიიღოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების დახმარებით სრულყოფილი სამედიცინო სერვისი. სამედიცინო ცენტრის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია პაციენტისთვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდება.
დარეგისტრირდით საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და დამატებით ისარგებლეთ სახელმწიფო დაფინანსების გარეთ დარჩენილი სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრზე 40%-20%-იანი ფასდაკლებით.
ისნის ფილიალში ჩვენ გთავაზობთ ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების დახმარებით სრულყოფილ სამედიცინო სერვისს.
ასევე:
• დიაგნოსტიკურ სერვისებს
ულტრაბგერით დიაგნოსტიკას − 4D
ციფრულ რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკას,
ენდოსკოპიას
• ლაბორატორიულ სერვისებს
ლაბორატორია აღჭურვილია ROCHE Radiometer-ის ფირმის აპარატურით, რაც უზრუნველყოფს სისხლისმიერი გამოკვლევების ფართო სპექტრს და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს
• იმუნიზაციის კაბინეტს
აცრა-ვიზიტებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით,
გრიპის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქცინაციას
• სამედიცინო ცენტრი ყოველკვირეულად აცხადებს
უფასო კონსულტაციებს და ხარჯეფექტურ აქციებს სხვადასხვა მიმართულებით. ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელს, FACEBOOK დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი - DTMCenter/
დაგვიკავშირდით:
დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი
ქ.თბილისი, საბურთალო, პეკინის ქ N 28.
ტელ. 2 305 305, პეკინის ქ N 28
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N55
ტელ. 2 800 818