რა განსაზღვრავს ჯანსაღ და ლამაზ სხეულს, თუ არა ფიზიკური აქტივობა? დიახ, იმისათვის, რომ ვიყოთ ლამაზები და გვქონდეს ჯანსაღი სხეული, აუცილებელია დავკავდეთ სხვადასხვა ფიტნესაქტივობით. საქართველოში უკვე ძალიან ბევრი სავარჯიშო დარბაზია, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებას წარუდგენენ საზოგადოებას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დარბაზი კი OKTOPUS FITNESS CLUB-ია, რომელიც მყუდრო, კომფორტული გარემოთი და პროფესიონალი ინსტრუქტორებით გამოირჩევა. კლუბი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის LIFEFITNESS-ის და TECNOGYM-ის ტრენაჟორებით. OK! OKTOPUS FITNESS CLUB-ის ტრენერებს – დავით ჭირაქაძეს და ია უძილაურს ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
(ია): უკვე სამი წელია, რაც Oktopus Fitness Club-ის გუნდის წევრი გავხდი და ვარ პერსონალური მწვრთნელი. თავდაპირველად, 10 წლის წინ დავინტერესდი ამ სფეროთი და შემდეგ უკვე პროფესიულ დონეზე მოვკიდე ხელი.
(დავითი): მე ვარ Oktopus Fitness Club ვაკის ფილიალის მთავარი მწვრთნელი უკვე ორწელიწადნახევარია და ზოგადად, შვიდი წელია, რაც დაკავებული გახლავართ ამ სფეროში.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მოტივატორი იმისა, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ვარჯიში დავიწყოთ?
(დავითი): ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ვარჯიში აუცილებელია როგორც ლამაზი სხეულისთვის და ჯანმრთელობისთვის, ასევე კარგი განწყობისთვის. ეს არის მთავარი მოტივაცია იმისა, რომ გადადოთ სხვა არც ისე მნიშვნელოვანი საქმეები, მოხვიდეთ სავარჯიშო დარბაზში და იზრუნოთ საკუთარ თავზე. მთავარია ადამიანმა თავი კომფორტულად და ჯანმრთელად იგრძნოს საკუთარ სხეულში. რაც შეეხება გადატვირთულ გრაფიკს, ყოველთვის შეიძლება ადამიანმა გამონახოს მინიმუმ ერთი საათი და თავის თავს დაუთმოს. ეს სრულიად საკმარისი იქნება სავარჯიშოდ, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი.
(ია): კვირაში სამი საათი ყველამ უნდა გამოვნახოთ საკუთარი თავისთვის, ჯანმრთელობისთვის, სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის. მიზანი შესაძლოა მხოლოდ გახდომა ან ლამაზი სხეულის ფორმები არ იყოს – ეს აუცილებელია ჩვენი შინაგანი განწყობისთვის. რაც უფრო მეტხანს გავაგრძელებთ სტაბილურ ვარჯიშს, უფრო ჯანსაღები, ბედნიერები და ძლიერები ვიქნებით, და ეს აისახება ჩვენს განწყობაზე. შესაძლოა არ გაქვთ ამისთვის საკმარისი დრო, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ ვარჯიში დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო შრომისუნარიანები და ბევრად უკეთ შეასრულოთ სხვა საქმეები.
რა დროა საკმარისი იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ?
(ია): თუ ადამიანი დამწყებია, მინიმუმ სამი თვე სჭირდება იმისათვის, რომ პირველი სტრესი გადალახოს, ისწავლოს და მიეჩვიოს ვარჯიშს. თუ წონა დიდია, შეიძლება კლების მაჩვენებელი უფრო მალე ჩანდეს რიცხობრივად, მაგრამ ზოგადად, ყველასთვის რეკომენდებულია სამი თვიდან ზემოთ. უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია მწვრთნელთან ერთად ივარჯიშონ, რათა თავიდან აირიდონ არასასურველი შედეგი.
(დავითი): რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ადამიანის აგებულებაზე და იმაზეც, თუ როგორი შედეგის მიღება სურს მას. თუ ეს შედეგი მინიმალურია, შესაბამისად ნაკლები დრო დასჭირდება ამისთვის; თუ მათი მიზანი სხეულის იდეალური ფორმებია, რაც უნდა საწყისი კონდიცია იყოს, მინიმუმ სამი თვეა საჭირო შედეგის სანახავად.
რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ვარჯიშმა?
(დავითი): არასწორმა ვარჯიშმა რასაკვირველია შესაძლებელია გამოიწვიოს ტრავმები და ადამიანმა მიიღოს უარყოფითი გამოცდილება, რის შედეგადაც შესაძლოა საერთოდ აღარ გაეკაროს დარბაზს და შეიძულოს ეს საქმიანობა. ამისათვის საჭიროა ავიყვანოთ მწვრთნელი და ვივარჯიშოთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი ყოველგვარი ტრავმების გარეშე.
(ია): დავეთანხმები დავითს. ალბათ პირველი პრობლემა სწორედ ის არის, რომ არასწორი ვარჯიშის შედეგად ვკარგავთ მოტივაციას. ამისათვის აუცილებელია დავიცვათ თავი და ტრავმებისგან პრევენციას მივმართოთ.
რა შედის ტრენერის მომსახურებაში?
(ია): მაშინ, როდესაც თავზე გადგას ტრენერი, ის აფასებს შენს ფიზიკურ მონაცემებს და სწორად განსაზღვრავს, სად რა დოზით გჭირდება დატვირთვა, კუნთის განვითარება ან პირიქით – ცხიმის დაწვა. ტრენერი ასევე გასწავლით სწორ კვებას, რადგან ესეც ფიტნესის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, გაძლევს რჩევებს და მითითებებს, როგორ ივარჯიშო სწორად, რათა მიიღო სასურველი და სწრაფი შედეგი. აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი მთავარი მიზანი წონაში კლებაა, შესაბამისად კვებაც მაქსიმალურად სწორად უნდა განვსაზღვროთ.
რატომ Oktopus Fitness Club?
(ია): თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Oktopus Fitness Club არის დარბაზი, სადაც მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი იმიტომ ვარჯიშობს, რომ აქ თავს გრძნობენ კომფორტულად და რა თქმა უნდა, არიან მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მათ ძალიან დიდ კომფორტს უქმნის. საკმარისია დარბაზში ერთხელ მაინც მოხვიდეთ და მაშინვე მოინუსხებით, გახდებით ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ვფიქრობ, იმაზე მეტი მოტივაცია არ არსებობს, როგორც მყუდრო და ენერგიული გარემო, სადაც თქვენი ინტერესები მაქსიმალურად დაცულია.
(დავითი): Oktopus Fitness Club გთავაზობთ არა მარტო სავარჯიშო სივრცეს, არამედ მეგობრულ გარემოს, სადაც საშუალება გაქვთ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვარიანტი. ასევე კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე, კომფორტი, და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე. ჩვენი მიზანია კლუბის თითოეულმა წევრმა თავი იგრძნოს მისთვის სასურველ გარემოში. Oktopus Fitness Club არის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია მეგობრულ, გუნდურ გარემოზე და ამას თითოეული მომხმარებელი გრძნობს.
დაბოლოს...
(დავითი): ვარჯიში არ არის მხოლოდ ზაფხულისთვის მისაღები შედეგი. უპირველესად, ვარჯიში არის ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე სასურველი ფორმების მიღება. საზოგადოებას ვურჩევ იფიქრონ იმაზე, რომ ეს მათი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამიტომ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება ამ ყველაფრისგან, შედეგი კი ნამდვილად არ დააყოვნებს. შესაბამისად, თქვენი განწყობაც უფრო ამაღლდება და ყოველთვის კმაყოფილები იქნებით.
(ია): არ იფიქროთ, რომ ვარჯიში ერთფეროვანი მიმართულებაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგი ადამიანისთვის ნაკლებად სახალისოა. თუ თქვენთვის ტრენაჟორები არც ისე საინტერესოა, შეგიძლიათ ივარჯიშოთ პილატესზე, იოგაზე და სხვადასხვა ჯგუფურ ვარჯიშებზე, რის საშუალებასაც Oktopus Fitness Club ნამდვილად აძლევს თავის მომხმარებლებს.