სარელაქსაციო და ტკივილისგან გასათავისუფლებელი ზეთი თავისთვის, ტანისთვის და ტერფებისთვის (თითოეული ჩამოთვლილი პროდუქტი, გარდა იმისა, რომ ბიოა, არის აიურვედული, რაც მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს).
არსებობს ტანის ზეთის ორი სახეობა, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან უბრალოდ, რელაქსაციისთვის.
ტანის ზეთი, რომელიც სხეულის რელაქსაციისთვისაა განკუთვნილი, ბრწყინვალეა ძლიერი და აქტიური სხეულის შესანარჩუნებლად. ასევე სხეულს ეხმარება სტრესული სიტუაციებისგან გათავისუფლებაში და შესანიშნავია მშობიარობის შემდგომ გამოყენებისთვის. ზეთის მოხმარება რეკომენდებულია ყოველდღიურად.
რაც შეეხება ტკივილისგან გასათავისუფლებელ ზეთს, შესანიშნავია სხეულში ტკივილის გასაყუჩებლად და ეწინააღმდეგება ანთებით პროცესს.
გამაჯანსაღებელი აბები
SUKHVA VEERAM Cleaser (Strong) – სხეულს ეხმარება გაწმენდაში და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. რეკომენდებულია ორი აბის დალევა დაძინებამდე.
SUKHVA VEERAM Cleanser − სხეულს ეხმარება გაწმენდაში და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. რეკომენდებულია ორი აბის დალევა დაძინებამდე.
TRIPHALA Antioxidant − ზრუნავს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეზე და მადაზე. მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინი C-თი. რეკომენდებულია 1-2 აბი ერთხელ დღეში.
SWAPNAMRITHAM Calming − ზრუნავს გონების სიმშვიდეზე, სტრესის მოხსნაზე და უშფოთველ ძილზე. მიიღეთ 2 აბი ორჯერ დღეში.
SALLAI Rejuvenating − ამსუბუქებს კუნთების ტკივილს და რევმატიზმით გამოწვეულ უსიამოვნებას. მიიღეთ 1-2 აბი ორჯერ ან სამჯერ დღეში.
GASOUT Anti Bloating − ამსუბუქებს შებერილობას და ზრუნავს მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეზე. მიიღეთ 1-2 აბი ორჯერ დღეში.
სახის ნიღაბი, მცენარეული სასმელი და მასაჟი (100%-ით ორგანული)
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოყენება თქვენი სილამაზისა და სიჯანსაღის მთავარი გარანტი გახდება. პროდუქტების თითოეული დოზირება მოცემულია ნიღბის მოსამზადებლად და სახეზე დასატანად, გარდა ბოლო − HERBAL DRINK Detox-ისა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათი დალევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოამზადებთ ისე, როგორც ჩაის ამზადებთ.
MANJISHTA POWDER Detoxify − უმაღლესი ხარისხის სისხლის გამწმენდი ბალახი. ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს, ებრძვის პიგმენტულ ლაქებს და კანის სიჭრელეს. სხეულს ეხმარება, გამოიყურებოდეს ჯანსაღად. შეურიეთ 1/2 კოვზი თბილ წყალში და გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში.
ALMA POWDER Rejuvenating − გამოირჩევა ვიტამინი C-ს მაღალი შემცველობით და ასაკის საწინააღმდეგო თვისებებით. ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას. ის ასევე გვეხმარება წონის კლებაში. შეურიეთ 1 კოვზი თბილ წყალში და მიიღეთ ორჯერ დღეში.
TRIPHALA POWDER Antioxidant − ცნობილია იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებების შემცველობით. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. შეურიეთ 1/2 კოვზი თქვენს საყვარელ სასმელს და გამოყენებამდე კარგად შეაზავეთ ერთმანეთთან.
NEEM POWDER Radiance − ყველაზე ცნობილი ბალახია კანისთვის, რომელიც ხელს უწყობს კანის ბრწყინვალებას. მდიდარია ვიტამინით E, აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ხელს უწყობს აკნეს გაქრობას. გაურიეთ 1 კოვზი თბილ წყალში და გამოიყენეთ დღეში ორჯერ.
KHADIRA POWDER Healing − დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო წამალი კანის დარღვევების საწინააღმდეგოდ. ასევე ანტიბაქტერიული საშუალებაა. მკურნალობს თვალის გარშემო არსებულ სიშავეებს. გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში 1 კოვზი წყალთან ერთად.
TURMERIC POWDER Healing − შეიცავს ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის ანთებით პროცესებს და აჯანსაღებს სხეულს. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობაზე. ეწინააღმდეგება ნაოჭების გაჩენას, ასევე გამოიყენება აკნეს პრევენციისთვის. კანს ანიჭებს ახალგაზრდულ იერსახეს. დაამატეთ 1 კოვზი თბილ წყალში და მიიღეთ დღეში ორჯერ.
MORINGA POWDER Anti Aging − ცნობილია, როგორც საოცარი ხე. მცენარის ყველაზე ძლიერი მხარეა მისი ასაკსაწინააღმდეგო თვისებები. შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ვიტამინ C-ს და ომეგა 3-ს. ეხმარება კანს ნაოჭებისგან თავის დაღწევაში. შეურიეთ 1 კოვზი თბილ წყალში და მიიღეთ დღეში ორჯერ.
ASHWAGANDHA POWDER Restorative − გამოიყენება კანის გასაახალგაზრდავებლად, განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანისთვის. ცნობილია ორმაგი ეფექტით − ამშვიდებს და უფრო ჯანსაღს ხდის მას. შეურიეთ ერთი კოვზი თბილ წყალში ან რძეში და მიიღეთ ორჯერ დღეში.
GRAM FLOUR POWDER Exfoliant – პოპულარულია ინდოეთში. თქვენ უბრალოდ უნდა შეურიოთ თანაბარი რაოდენობის წყალს და სხვა Ayurvedic-ბალახებს, რათა გააკეთოთ სახის ნიღაბი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სკრაბი, რათა აღადგინოთ კანის მკვდარი უჯრედები. დაამატეთ 5 გრამი ვარდის წყალში ან რძეში და შეიზილეთ კანში. ჩამოიბანეთ, სანამ გაშრება.
HERBAL DRINK Detox − რეკომენდებულია გაუწყლოვანებისთვის, რომელიც ზრუნავს სხეულის სიჯანსაღეზე. მის სხვა ბევრ სარგებელთან ერთად, აღსანიშნავია წონის კლების ეფექტი. შეურიეთ 1 კოვზი 4 ფინჯან ადუღებულ წყალში და კვლავ ადუღეთ 4 წუთი.