განათებული ქუჩები, ფასდაკლებები, ცნობილი კომპანიების საახალწლო რგოლები, არსაიდან მოსული საჩუქრები, ამაღლებული განწყობა...
ყველაფერი ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართლიანად გვაფიქრებინებს, რომ ახალი წელი ნამდვილად ჯადოსნური დღესასწაულია.
წელს პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდმა Jungle Fever-მა, რომელსაც საქართველოში სადისტრიბუციო კომპანია JF Georgia წარმოადგენს, მომხმარებლებს საახალწლო საჩუქრებს, გათამაშებებს და ფასდაკლებებს უხვად სთავაზობს. ამასთან ერთად 25 დეკემბერს ბრენდის საახალწლო რგოლიც გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, რომელმაც ნამდვილად გასაოცარი განწყობა შეგვიქმნა.
წუთ ნახევრიანი რგოლი გვიყვება საახალწლო ჯადოსნობასა და პატარა საიდუმლოებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. კულინარიით გატაცებული სანტა საჩუქრებს არიგებს და ამასთან ერთად საიდუმლოდ სამზარეულოში შეფობასაც ასწრებს. მისი მეგობარი გოგონასთვისაც გადამდებია სანტას ქმედებები და თავადაც მეგობარს სანუკვარ, ყველაზე საჭირო საჩუქარს უკეთებს.
Jungle Fever Georgia - ქალების სილამაზის საიდუმლო.