ხშირი და გრძელი წამწამები ქალის გარეგნობის განუყრელი დეტალია, თუმცა ყველა მათგანი არ არის განებივრებული საკმარისი სიგრძის და სიხშირის წამწამებით. ბევრი გოგონა იყენებს სხვადასხვა დამაგრძელებელ, ძვირადღირებულ ტუშებს, თუმცა ისინი ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. გამოსავალი არსებობს და მას კლინიკა „ნეო-ნეო“ გთავაზობთ. კლინიკაში პროფესიონალი სპეციალისტი შემოგთავაზებთ წამწამების დაგრძელების პროცედურას, რის შედეგადაც თქვენს წამწამებს ექნება განსაკუთრებული ელფერი. კლინიკაში თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად შეარჩიოთ წამწამების საჭირო სიგრძე და სახეობა.
რა მეთოდებით და როგორ ხდება კლინიკა „ნეო-ნეოში“ წამწამების დაგრძელება, ამის შესახებ წამწამების ღეროვანი დაგრძელების და ლამინირების სპეციალისტი თათია არდია გვესაუბრა.
ქალის გარეგნობა საკმაოდ სპეციფიურია და უამრავი დეტალი ქმნის ამ სილამაზეს, წამწამები კი ერთ-ერთი მთავარი შტრიხია ქალის გარეგნობაში, რომლის უგულვებელყოფა შეუძლებელია. რაც უფრო თვალშისაცემია წამწამის მოყვანილობა, მით უფრო ელეგანტურს ხდის ის ქალბატონს.
რამდენი ხანია რაც საქართველოში წამწამების დაგრძელების პროცედურა ტარდება და რამდენად მოთხოვნადია?
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში წამწამების დაგრძელება შემოვიდა, თუმცა თუ გადავხედავთ ტენდენციას, პროცედურამ მალევე მოიპოვა პოპულარობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. საკმაოდ ბევრი ქალბატონი გვაკითხავს პროცედურის ჩასატარებლად.
კლინიკა „ნეო ნეოში“ რა მეთოდით და როგორ ხდება წამწამების დაგრძელება?
ჩვენს კლინიკაში მომხმარებელს ვთავაზობთ წამწამების ღეროვან დაგრძელებას კლასიკური, 2D და 3D მეთოდებით. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა. მომხმარებელი უბრალოდ სავარძელში უნდა მოეწყოს მოხერხებულად და დაელოდოს სასურველ შედეგს და სასიამოვნო ცვლილებას გარეგნობაში.
პროცედურის დროს რა სახის პროდუქციას გამოიყენებთ?
პროცედურის დროს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ხარისხიან პროდუქციას. კლინიკა „ნეო-ნეოში“ წამწამების დასაგრძელებლად უმაღლეს ფრანგულ ჰიპოალერგიულ პროდუქციას ვიყენებთ, რაც სასურველი შედეგის გარანტიას იძლევა.
რამდენ ხანს ნარჩუნდება სასურველი ეფექტი?
ეფექტი ნარჩუნდება სამი კვირა, თუმცა თუ კორექცია გაკეთდება ორ კვირაში ერთხელ ეფექტი ერთ თვესაც გასტანს.
ზოგიერთი ადამიანი საუბრობს, რომ დაგრძელება ბუნებრივ წამწამებს აზიანებს? თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
უმაღლესი ხარისხის მასალის გამოყენების შემთხვევაში რისკი მინიმალურია. თუმცა თუ მომხმარებელი მოვიდა უკვე დაზიანებული წამწამებით ჩვენ ვთავაზობთ წამწამების ლამინირებას, რომელიც აჯანსაღებს და კვებავს წამწამებს ვიტამინებით და ამინომჟავებით.
რა რეკომენდაციას აძლევთ მომხმარებლებს, როგორ უნდა მოუარონ დაგრძელებულ წამწამებს, რომ ხანგრძლივი ეფექტი ქონდეს?
დაგრძელებული წამწამების მოვლა პროცედურის ჩატარების წუთიდან იწყება. წამწამებს 24 საათის განმავლობაში არ უნდა შეეხოს წყალი. ხოლო მიცერალური წყალი არ უნდა შეიცავდეს ზეთს. დაგრძელების შემდგომ ბალიშში თავჩარგული ძილი აკრძალულია. ამ დროს წამწამებმა შეიძლება დაკარგოს თავისი ფორმა. ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში დაგრძელების ეფექტი იქნება ხანგრძლივი.
რა უნდა გაითვალისწინოს წინასწარ მომხმარებელმა, რა დროს არ შეიძლება წამწამების დაგრძელება და რა გართულება შეიძლება მოყვეს ამას?
წამწამების დაგრძელების პროცედურა იშვიათ შემთხვევებშია აკრძალული. წამწამების დაგრძელება არ არის სასურველი ციკლის დროს და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჰიპერალერგიულია.
თუ გსურთ ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ, მაშინ კლინიკა „ნეო-ნეო“ გეპატიჟებათ ბახტრიონის 11 ბ-ში, სადაც თქვენ სასიამოვნო გარემო და კვალიფიციური სპეციალისტები გელოდებიან!