შვედური კოსმეტიკური ბრენდის ORIFLAME-ის პარფიუმერულ ხაზში სიახლეა. ჩვენ გიამბობთ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ქალბატონს ახალი არომატი Giordani Gold Essenza Sensuale და ვინ წარადგენს ამ სუნამოს ორიფლეიმის ახალ კატალოგში.
არომატს ქართველი ტოპ მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი წარმოგიდგენთ, რომელმაც სამოდელო კარიერა თბილისში, 14 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო შემდგომ აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში განაგრძო. ქართველ მოდელ ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, როგორიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Ralph & russo, Christian Dior, Emilia Wickstead, Julien Mcdonald, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi , Roland Mouret, Hogan,Genny, Blugirl, Calzedonia და სხვა. ამ ცნობილი ბრენდების რიცხვს ახლა უკვე შვედური კოსმეტიკური ბრენდი Oriflame-იც შეუერთდა.
ორიფლეიმის ახალი სუნამოსთვის გადაღებები შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში, 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა. ამის შესახებ თაკოს თაყვანისმცემლებმა მისი სოციალური ქსელიდან შეიტყეს, სადაც მან ბექსთეიჯის კადრები გაგვიზიარა.
შედევრი ორიგინალში
Giordani Gold Essenza Sensuale ექსკლუზიურად ორიფლეიმისთვის შეიქმნა და ორიფლეიმის კატალოგებსა და ონლაინ მაღაზიაში შემოდგომაზე გამოჩნდა. მისი მთავარი ნოტები გარდენია, ფორთოხლის ყვავილი და ბურბონის ვანილია.
ორიგინალური ფლაკონი - როგორ დავისხათ სუნამო
სუნამო ინოვაციური აპლიკატორის მქონე ფლაკონშია მოთავსებული. მოხსენით თავსახური, მასში მოქცეულია სპეციალური პიპეტი, რომელიც ივსება არომატით და აფრქვევს მას მხოლოდ კანთან კონტაქტისას. უბრალოდ შეეხეთ მაჯისცემის წერტილებს: კისერს, მაჯას, ყურების უკანა არეს, იდაყვის შიდა მხარეს. დაახურეთ თავსახური და პიპეტი კვლავ შეივსება.
როგორ გავახანგრძლივოთ არომატის მოქმედება?
შეინახეთ ფლაკონი ბნელ და გრილ ადგილას. შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი მიიპკუროთ სუფთა, ნოტიო თმაზე: არომატი დარჩება მთელი დღის განმავლობაში.