ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტსივრცე იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გახდა, რომ ალბათ არ არსებობს ჩვენთვის საინტერესო საკითხი, რომელზეც ინფორმაციას ვერ მოვიძიებთ. შესაბამისად, ყველაფერი იმდენად გამარტივდა, რომ სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებული ხრიკებით უნაკლო მაკიაჟის გაკეთებაც კი არის შესაძლებელი. მაკიაჟი ხომ ქალბატონებისთვის თავის მოვლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. არ არის აუცილებელი მივდიოდეთ კონკრეტულ ღონისძიებაზე ან წვეულებაზე – მოწესრიგებულად ყოფნა ქალბატონების პირდაპირი ვალდებულებაა.
OK! გთავაზობთ მაკიაჟის გაკეთების 8 მარტივ ხრიკს:
1. სუფთა კანი აუცილებელი პირობაა მაკიაჟის გაკეთებამდე, ამიტომ აუცილებლად გაიწმინდეთ სახე ლოსიონებით და ტონიკებით.
2. დაიტენიანეთ სახის კანი რომელიმე მკვებავი კრემით.
3. გამოიყენეთ მსუბუქი კორექტორები, რადგან ეს პროდუქცია მთლიანად ცვლის თქვენი სახის კანის სტრუქტურას და ტონალურისგან ბევრად განსხვავებულ და უკეთეს შედეგსაც იძლევა.
4. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ რუჟი.
5. დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეებში და ყვრიმალებზე ჰაილაითერი, რომელიც თვალს და სახეს უფრო გამომხატველს და მეტყველს გახდის. ყურადღება მიაქციეთ წარბებს, რადგან მაკიაჟის სფეროში წამყვან როლს სწორედ ის ასრულებს.
6. მაკიაჟის დროს შავი ლაინერი ძალიან ეფექტურ როლს ასრულებს.
7. არ დაგავიწყდეთ წამწამების აპრეხვა. ეს დეტალი თქვენს სახეს უფრო გააახალგაზრდავებს.
8. თვალები რომ მეტად მეტყველი იყოს, სახის სხვა ორგანული ნაწილებისგან განსხვავებით, წაისვით ბეჟი ან კარამელისფერი ტუჩსაცხი, რომელიც უფრო არისტოკრატიულ ეფექტს მოგცემთ და არანაირად არ გაუსვამს ხაზს თქვენს ვულგარულობას.